სიახლეები
ეტალონი

„მოსწავლეებმა თავიანთი სიგელები ძალიან დიდი სიხარულით ამობეჭდეს და კედელზე გააკრეს“- ქარელში ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპი გაიმართა
28-10-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ პროექტია, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა. პანდემიის და შეცვლილი რეალობის მიუხედავად კონკურსი არ გაჩერებულა და მეტიც, დისტანციური ფორმატით მოახერხა მოსწავლეების მოტივაციაზე ზრუნვა. პროექტი კვლავ მთელ საქართველოს მოიცავს და მუნიციპალიტეტების მიხედვით მიმდინარეობს. 26 ოქტომბერს კონკურსის პირველი ეტაპი ქარელელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა.

პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეები. ამასთან, ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ქარელელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

ქარელის სკოლების დირექტორებმა Etaloni.ge-სთან პროექტის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

ეკატერინე მაისურაძე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის საჯარო სკოლის დირექტორი:

ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან კარგად მიმდინარეობდა. ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის ინტერნეტი სრულყოფილად ხელმისაწვდომი იყო. ბავშვები ყოველთვის ძალიან მოტივირებული არიან, რომ „ეტალონში“ ჩაერთონ. მათთვის ეს ძალიან კარგია, თავიანთ ცოდნას ავლენენ. ჩვენი კონტინგენტი მცირეა და შესაბამისად, ბავშვთა რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ, ჩვენგან ჩართულობა მაღალია. „ეტალონში“ მონაწილეობა მოსწავლეებს ძალიან ბევრ რამეს აძლევს. პირველ რიგში, განვლილ მასალას იმეორებენ. მეტად მოტივირებული არიან, მაგალითად, მოსწავლეებმა მათთვის გადაცემული ონლაინ სიგელები ძალიან დიდი სიხარულით ამობეჭდეს და კედელზე გააკრეს. მათზე ეს პროექტი ძალიან კარგად აისახა.“

ლელა სიდამონიძე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარაშენის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენი სკოლა ძალიან მცირეკონტინგენტიანია, სულ 50 მოსწავლე გვყავს. მეცხრე კლასი საერთოდ არ გვყავს და მაინც წლებია „ეტალონთან“ ვთანამშრომლობთ. როცა კონტინგენტი უფრო დიდია, მაშინ უფრო აქტიურად ვერთვებით. ბავშვებიც დაინტერესებული არიან და ხალისით მონაწილეობენ. „ეტალონში“ მონაწილეობით მოსწავლეები უფრო აქტიურდებიან, მოტივირებული ხდებიან და სწავლის სურვილი უძლიერდებათ. უფრო მეტადაც ინტერესდებიან სხვადასხვა ზოგადი საკითხით.“

ალექსანდრე ავალიანი, ქარელის მუნიციპალიტეტის ზღუდერის საჯარო სკოლის დირექტორი:

ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის კარგად მიმდინარეობდა. ზოგადად, მოსწავლეთა ჩართულობას რაც შეეხება, მოსწავლეების ნაწილი იზოლაციაშია და ამან ცოტა შეგვაფერხა. „ეტალონი“ ყოველმხრივ კარგი კონკურსია. მოსწავლეებს სტიმულს აძლევს. ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, ბევრი ბავშვი არ გვყავს, თუმცა კონკურსში ჩართულობა, ყოველთვის მაღალია. ჩემი აზრით, ჩემპიონატში მონაწილეობით მათ სწავლისადმი ინტერესი უღვივდებათ.

მაყვალა გელაშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონი“ მოსწავლეთა მამოტივირებელი პროექტია, ჩემი აზრით, ეს კონკურსი ინტელექტუალური შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება და ყველანაირად დადებითად ვაფასებ ამგვარი პროექტის არსებობას. ჩვენი სკოლიდან ჩართულობაც მაღალი იყო. ზოგადად, ვფიქრობ, რომ მოსწავლეებისთვის კონკურსებში მონაწილეობა ძალიან კარგია, რადგან ეს მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და ინტერესების გაძლიერებას ნიშნავს. „ეტალონში“ ჩართული მოსწავლე ცოდნასა და უნარებს იუმჯობესებს.“

ნელი მექვაბიძე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენს სკოლაში ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან კარგად მიმდინარეობდა. ბავშვები დაინტერესებული იყვნენ, 2 მათგანი მეორე ეტაპზეც გადავიდა. ჩემი აზრით, „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, ბავშვების ცოდნის დონეს აღრმავებს, სხარტ აზროვნებას აჩვევს და შესაბამისად, მეც ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენი სკოლის მოსწავლეები ამ ჩემპიონატში ყოველ სასწავლო წელს იყვნენ ჩართულები, „ეტალონი მოსწავლეც“ გვყავდა. ყოველთვის აქტიურად ვერთვებით და მადლობლები ვართ, რომ ასე ზრუნავთ ბავშვების გონებრივ განვითარებაზე. მოსწავლეები ემზადებიან და ელოდებიან ხოლმე როდის დაიწყება „ეტალონი“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“  ბრძანება

მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ცნობილია ვინ ჩაუტარებს აღმზრდელ-პედაგოგებს ტრენინგებს - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში

ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

მოსწავლეებისთვის პროექტი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება