სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ სკოლებში ცოდნის პოპულარიზაციას უწყობს ხელს“- გურჯაანის სკოლებში ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპი დასრულდა
28-10-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანია მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისება. ინტელექტუალური კონკურსი კორონავირუსის გამო დისტანციურ ფორმატში უკვე მეორე წელია ტარდება და მისი დახმარებით მოსწავლეები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევებსაც ივითარებან.

26 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გურჯაანელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში გურჯაანის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

კონკურსის მნიშვნელობაზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის  საჯარო სკოლების დირექტორები etaloni.ge-სთან საუბრობენ.

მაია ზაკალაშვილი, სოსო ღვინიაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

მე, როგორც დირექტორი ვფიქრობ, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ძალიან წარმატებული პროექტია. ეს ისეთი კონკურსია, რომელიც საქართველოს მასშტაბით სკოლებში ცოდნის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ინტელექტ-ჩემპიონატის საშუალებით ნიჭიერი მოსწავლეები ვლინდებიან და ეს დანარჩენი ბავშვებისთვის მოტივაციის წყარო ხდება. ტესტებში ყველა საგანია გაერთიანებული და სწორედ ეს ეხმარება მოსწავლეებს, თავისი ცოდნის რეალიზება მოახდინონ და საკუთარი ძალები მოსინჯონ. ჩვენი სკოლა „ეტალონთან“ უკვე ძალიან დიდი ხანია თანამშრომლობს და მოსწავლეები ყოველთვის აქტიურად, დიდი ხალისით ერთვებიან კონკურსში. წელსაც გვყავს წარმატებული მოსწავლეები, რომლებიც შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ.

მაია ღლიღვაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის კარდენახის საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ჩემი სკოლის მოსწავლეები ყოველთვის აქტიურად არიან ჩართულები. ძალიან მომწონს „ეტალონი“ და ჩემს ბავშვობაში რომ ყოფილიყო, მონაწილეობას აუცილებლად მივიღებდი! „ეტალონის“ ჩემპიონატი ბავშვებს სააზროვნო და ლოგიკურ უნარებს უვითარებს, რაც მათი მომავალი განათლებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. წელს, ჩემი ბავშვებიდან სამმა მიიღო სიგელი და მათ ეს წარმატება სოციალური ქსელის მეშვეობით მივულოცე. სკოლაში, როდესაც დავბრუნდებით თითოეულ მათგანს ამ დიდ წარმატებას უკვე პირისპირ, სხვა ფორმით მივულოცავ.

მაია სიდამონიძე-გამყრელიძე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზნის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონი“ მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, განსაკუთრებით ამ პირობებში, როდესაც დისტანციურ სწავლებაზე ვართ და ბავშვები ყველანაირ აქტივობას არიან მოკლებულნი. წელს ჩვენი ერთი მე-11 კლასელი მოსწავლე, ნანა გოგიშვილი მეორე ეტაპზე წარმატებით გადავიდა. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ყველა მონაწილისთვის გადაცემული სიგელები მათთვის დამატებითი მოტივატორია. ძალიან კმაყოფილი ვიყავი და ეს წარმატება მათ სოციალური ქსელის საშუალებით მივულოცე. გარდა იმისა, რომ მოსწავლეები საკუთარ ინტელექტუალურ უნარებს ავლენენ „ეტალონის“ მხრიდან წამოსული უკუკავშირი მათთვის კიდევ ერთი წამახალისებელი ფაქტორია. მინდა „ეტალონს“ დიდი მადლობა გადავუხადო ამ ჩემპიონატისთვის.

ნინო ნონეშვილი,  გურამ ჭილაშვილის სახელობის ქალაქ გურჯაანის N4 საჯარო სკოლის დირექტორი:

ის ფაქტი, რომ ასეთ რთულ ვითარებაში ბავშვებს აქვთ საშუალება კონკურსში მონაწილეობა მიიღონ ძალიან კარგია. „ეტალონი“ ბავშვებისთვის მუდამ დიდი ენთუზიაზმით ატარებს ინტელექტუალურ ჩემპიონატს და ამისთვის დიდი მადლობა. საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“  მეშვეობით ბავშვები სკოლის გარეთ აქტივობაში არიან ჩართულნი. ჩემი მოსწავლეები ყოველთვის დიდი შემართებით მონაწილეობენ და გამარჯვებული ბავშვებიც გვყავს. „ეტალონი“ მოსწავლეებს აძლევს საშუალებას საკუთარი ცოდნა გადაამოწმონ და კონკურსებში მონაწილეობის გამოცდილება მიიღონ. „ეტალონი“ მოსწავლის ცხოვრებასა და აკადემიურ უნარებზე დადებითად აისახება.

მანანა მჭედლიშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარის საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ბავშვის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ის ბავშვის უნარ-ჩვევებს სხვადასხვა კუთხით ავითარებს. მოსწავლეები საგანმანათლებლო ინფორმაციას იღებენ და საკუთარი ცოდნის გადამოწმების საშუალება ეძლევათ. „ეტალონის“ კონკურსში მონაწილეობა ბავშვს ლიდერობის უნარს უვითარებს და გამარჯვებისკენ სწრაფვა უფრო უღრმავდება. ამ პროექტში მოსწავლეების აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია, მათი ცოდნისათვის.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ელექტრონული ჟურნალი გათიშულია - 8 იანვარს შეტანილი მონაცემები არ აისახება

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მასწავლებლებისთვის! -  თუ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები ჯერ არ მოგიწესრიგებიათ 

1250-650 და 500 ლარს სტუდენტები მიიღებენ - მაგისტრანტებს ფულადი წახალისება არ ეხებათ  - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა მოირგეს სხვადასხვა კოსტიუმი და მეტად გაახალისეს და გაამრავალფეროვნეს გარემო

წინასაახალწლო პერიოდმა სკოლაში ძალიან მხიარულად ჩაიარა

ეს დღე თითოეული მათგანისთვის დასამახსოვრებელ მოგონებად იქცა

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება