სიახლეები
პიროვნება

„პასუხისმგებლობა ნიშნავს, როცა ადამიანს გაცნობიერებული აქვს მასზე დაკისრებული მოვალეობა“- მერაბ ხურციძე, ძულუხის საჯარო სკოლის დირექტორი
28-10-2021
-
+


რა სურს მოსწავლეს, რას ნიშნავს მისთვის პასუხისმგებლობა, რას ისურვებდა 10 წლის შემდეგ, ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, მოსაზრებას ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძულუხის საჯარო სკოლის დირექტორი მერაბ ხურციძე გვიზიარებს.

- სკოლაში იგრძნობა. . . 

- ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ცოტა დაძაბულობა იგრძნობა, მაგრამ მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები გაგებით ეკიდებიან არსებულ სიტუაციას.

- მოსწავლეს სურს. . .

- არადისტანციური სწავლება, რათა მეტი ურთიერთობა ჰქონდეთ ერთმანეთთან, რაც უფრო საინტერესოს და სახალისოს გახდის სასკოლო გარემოს. 

- კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე რთულია. . .

- მოსწავლეებს და მასწავლებლებს შორის დისტანციის დაცვა.

- პასუხისმგებლობა ნიშნავს. . .

- როცა ყველა ადამიანს გათვიცნობიერებული აქვს მასზე დაკისრებული მოვალეობა და სხვების მიმართ ვალდებულების გრძნობა.

- 10 წლის შემდეგ ვისურვებდი. . .

- გაბრწყინებულ საქართველოში ცხოვრებას, სადაც პრობლემების უმრავლესობა მოგვარებული იქნება (მათ შორის ტერიტორიული).

- პედაგოგებს სჭირდებათ. . .

- ხელშეწყობა სკოლის ადმინისტრაციისგან რესურსების მიწოდების თვალსაზრისით, რათა უკეთესად დაგეგმონ გაკვეთილები.

- სასკოლო საგნებს დავამატებდი. . . 

- საკლასო საგნებს არ დავამატებდი, გავზრდიდი ისეთი საგნების სწავლებას, რომელიც ხელს უწყობს სამოქალაქო თვითშეგნების გაზრდას.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება