მაკვანეთის საჯარო სკოლის 11 მოსწავლე ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა
28-10-2021
დაკოპირებულია
-
+
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის საჯარო სკოლის 11 მოსწავლე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.
კონკურსის პირველ ეტაპზე შემდეგი მოსწავლეები მონაწილეობდნენ:
მედეა აბაშმაძე;
თამარ მელუა;
ელენე ტოკლიკიშვილი;
ბარბარე ჯაველიძე;
მაგდა მეფარიშვილი;
მარიამ ღლონტი;
ონისე ბილიხოძე;
საბა უთარიშვილი;
ლუკა ქარჩავა;
ზურა თავბერიძე;
ნიკოლოზ ბაბილოძე.
ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართულმა ყველა მოსწავლემ „ეტალონის“ სპეციალური სიგელი დაიმსახურა.
26 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ოზურგეთელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ოზურგეთელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.