ბახვის საჯარო სკოლის 10 მოსწავლე ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
28-10-2021
დაკოპირებულია
-
+
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის 10 მოსწავლე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.
კონკურსის პირველ ეტაპზე შემდეგი მოსწავლეები მონაწილეობდნენ:
გიორგი დაბრუნდაშვილი;
მარიამ კუპატაძე;
ანა მამეიშვილი;
მიხეილ კანდელაკი;
სოსო სადუნიშვილი;
თაზო ჟღერია;
მათე დოლიძე;
ლიზი პაქსაძე;
ლანა პაქსაძე;
ირმა შავაძე.
მათ „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები დაიმსახურეს.
26 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ოზურგეთელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ოზურგეთელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.