ღვანკითის საჯარო სკოლის მოსწავლეების - ნინი კუბლაშვილისა და ნოდიკო რობაქიძის ზღაპრები კრებულში დაიბეჭდა
28-10-2021
დაკოპირებულია
-
+
გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლის მოსწავლეების ნინი კუბლაშვილსა და ნოდიკო რობაქიძის ზღაპრები გამოიცა.
მათ ზღაპრები - „მიკრო მაქსის თავგადასავალი" და „მიკროს მოგზაურობა", კომპლექსური დავალების ფარგლებში დაწერეს.
თავად კომპლექსური დავალება USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.
მოსწავლეები მის მომზადებაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ.
შემდეგ კი USAID-ისა და აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ინიციატივით, საქართველოს მასშტაბით შეგროვდა და დაიბეჭდა მოსწავლეთა მიერ შექმნილი ზღაპრები და კრებულის სახით გამოიცა.
სკოლა ულოცავს მოსწავლეებსა და მათ დამრიგებელ ცირა მურჯიკნელს ამ წარმატებას.
„გასულ, 2020-2021 სასწავლო წელს USAID საბაზისო განათლების პროგრამამ ახალი და საინტერესო აქტივობა შესთავაზა პედაგოგებს. შეთავაზებული იქნა თემატური ერთეული მიკრობი, რომლის მიხედვითაც პედაგოგებმა ჩაატარეს გაკვეთილები და იმუშავეს კომპლექსურ დავალებებზე, ნინო სურმავას საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტის „მიკრობები ყველგან ცხოვრობენ“ მიხედვით. გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლის პედაგოგები აქტიურად ჩაერთვნენ ამ პროექტში. მე-3 კლასის მოსწავლეებმა კლასის ხელმძღვანელთან ქალბატონ ცირა მურჯიკნელთან ერთად შექმნეს კომპლექსური დავალება „ორი მიკრობის თავგადასავალი“, რომელშიც ასახეს მიკრობთა დადებითი და უარყოფითი ზეგავლენა ადამიანის ცხოვრებაზე. ბავშვებმა დაწერეს ზღაპრები: „მიკრო მაქსის თავგადასავალი" და „მიკროს მოგზაურობა". მუშაობა საინტერესოდ და სახალისოდ მიმდინარეობდა. USAID-ისა და აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ინიციატივით, საქართველოს მასშტაბით შეგროვდა და დაიბეჭდა მოსწავლეთა მიერ შექმნილი ზღაპრები და გამოიცა კრებულის სახით. ამ კრებულში შევიდა ჩვენი სკოლის აწ უკვე მე-4 კლასის მოსწავლეების ნინი კუბლაშვილის და ნოდიკო რობაქიძის მიერ შექმნილი ზღაპრები. მათი მუშაობა ნაყოფიერი აღმოჩნდა. ღვანკითის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს ნინი კუბლაშვილს, ნოდიკო რობაქიძეს და მათ დამრიგებელს ცირა მურჯიკნელს ამ წარმატებას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.