სიახლეები
სიახლეები

პროფესიული განათლების სისტემაში მეწარმეობის მოდულის დანერგვის შეფასება განხორციელდა
24-10-2016
-
+


პროფესიული განათლების სისტემაში ახლად დანერგილი მეწარმეობის სწავლების მოდულის შეფასების მიზნით საქართველოს განათლებისა და მენიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის, ეკონომიკის საეთაშორისო სკოლის (ISET) და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

პროფესიული განათლების სისტემაში ჩართული პირებისათვის მეწარმეობისა და თვითდასაქმების უნარის განვითარება ერთ-ერთ წამყვან კომპონენტად განისაზღვრა. 

შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნერების სამინიტროს ინიციატივით, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მიერ, დამსაქმებელთა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით, პროფესიულ სასწავლებლებში მეწარმეობის სწავლების ახალი მოდული შეიქნა. 

მეწარმეობის ახალი მოდულის დანერგვა 2015 წლიდან დაიწყო სისტემაში და ის სავალდებულოა ნებისმიერი მიმართულების პროფესიული სტუდენტისათვის. 

შესაბამისად, განათლების სამინისტროსათვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოდგენდა ახლადდანერგილი ინიციატივის შეფასება და რეკომენდაციების მოსმენა. 

მკვლევრების მიერ დადებითად შეფასდა პროფესიული განათლების სისტემაში მეწარმეობის განახლებული მოდულის დანერგვა, შედეგების გაუმჯობესებისათვის საჭიროდ განისაზღვრა მეწარმეობის სწავლების პროცესი დაეფუძნოს მეტ პრაქტიკულ აქტივობებს, გამოყენებულ იქნას სიმულაციური სწავლების ტექნოლოგები და განხორციელდეს მეწარმეობის სწავლების პროცესში ჩართული პირების კომპეტენციის განვითარება.

ქეთევან ნატრიაშვილის მიერ ინიცირებული იქნა მეწარმეობის თემატური ჯგუფის პლატფორმის გამოყენება კვლევაში ასახული რეკომენდაციების იმპლემენტაციისათვის, ასევე ერთ-ერთ საკვანძო საკითხად განისაზღვრა რელევანტური უწყებების ჩართვა მეწამეობის სწავლების პრაქტიკული კომპონენტის სრულყოფის პროცესში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება