მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები „ჩვენი საქართველოს“, ქართული ენისა და ხელოვნების ინტეგრირებული გაკვეთილის ფარგლებში სასწავლო-შემეცნებითი ტურით ფშავში იმყოფებოდნენ. მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი მოინახულეს და სკოლაში შთაბეჭდილებებითა და ახალი ცოდნით დახუნძლულნი დაბრუნდნენ.
მეექვსე კლასის დამრიგებელი ცისანა ქვრივიშვილი აღნიშნული ტურის შესახებ გვიამბობს;
„გუდაურის საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებმა „ჩვენი საქართველოს“, ქართული ენისა და ხელოვნების ინტეგრირებული გაკვეთილის ფარგლებში მოაწყვეს საგანმანათლებლო, გასვლითი ტური ფშავში, კერძოდ ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში.
ბავშვები გაეცნენ დიდი ქართველი პოეტისა და მწერლის ბიოგრაფიას, მის ლიტერატურულ ნაწარმოებებს, განიხილეს აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონის - ფშავის კულტურა და ტრადიციები.
დაათვალიერეს და შეისწავლეს ფშაური ორნამენტები, ხელნაკეთი ნივთები, შემოდგომის პეიზაჟები.
ფშავის ულამაზესი ხეობის შემდეგ მოსწავლეებმა მოინახულეს ძველი სატახტო ქალაქი მცხეთა. ისტორიის მასწავლებელმა საინტერესო ფაქტები და ლეგენდები მოუყვა მოსწავლეებს თითოეულ ძეგლზე.
ექსკურსიის შემდეგ მოსწავლეებმა დაწერეს საკუთარი შთაბეჭდილებების პატარა ჩანახატები და ნახატები თემაზე „შემოდგომის ფერები ფშავში“, - აღნიშნავს პედაგოგი.
ცისანა ქვრივიშვილი მოსწავლეების შექმნილი ჩანაწერებიდან რამდენიმე მათგანის შთაბეჭდილებასაც გვიზიარებს.
ნანა სეთურიძე: „ეს დღე ძალიან მომეწონა. განსაკუთრებით ვაჟა-ფშაველას ისტორია და მისი საცხოვრებელი. ამ დღემ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და არასოდეს დამავიწყდება“.
რუსუდან წამალაიძე: „მე ძალიან მომეწონა ჯვრის მონასტრიდან გადაშლილი ხედი, ბებრის ციხის ლეგენდა და ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის ეზო, რადგან შემოდგომაა და ხის ფოთლები ძალიან ლამაზად იყო მიმოფანტული. ეს დღე ძალიან ლამაზი, მხიარული და სასიამოვნო იყო“.
საბა ბურდული: „შემოდგომაზე ფშავის ბუნება ძალიან ლამაზია. ფართოდ გაშლილი არაგვის ჭალები და ოქროსფრად შემოსილი ტყე.
გიორგი ქარჩაიძე: „შემოდგომის ფერებში ჩაკარგულმა ფშავის არაგვმა და ულამაზესმა მხარემ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე. ადგილზე მისულებს კი გენიალური ვაჟას უბრალო კარ-მიდამო დაგვხვდა.“
მოსწავლეებმა ნახატების გამოფენაც მოაწყვეს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც