ფერიის საჯარო სკოლას 15 პროექტორი და 9 ლეპტოპი გადაეცა
29-10-2021
დაკოპირებულია
-
+
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლას 15 პროექტორი და 9 ლეპტოპი გადაეცა.
აღნიშნული ტექნიკა სკოლას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გადასცა.
სკოლა მადლობას უხდის აჭარის განათლების მინისტრს მაია ხაჯიშვილს.
„21-ე საუკუნის განათლების სისტემამ უამრავი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა. ტექნოლოგიების გამოყენება გაკვეთილს ხდის საინტერესოს, მრავალფეროვანს და განსაზღვრული მიზნების უკეთ მიღწევაში გვეხმარება.
ფერიის საჯარო სკოლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მის ხელმძღვანელს მინისტრს ქალბატონ მაია ხაჯიშვილს უდიდეს მადლობას უხდის კიდევ ერთხელ ჩვენი მოსწავლეების გახარებისთვის - სკოლას გადმოეცა 15 პროექტორი და 9 ლეპტოპი, რაც აუცილებელი და საჭირო იყო თანამედროვე გაკვეთილის ჩასატარებლად. აღნიშნული აღჭურვილობა დამონტაჟდა სკოლის ყველა კლასში, ბიბლიოთეკაში, სააქტო დარბაზში, კომპიუტერების ოთახში.
პედაგოგიური კოლექტივი იზრუნებს, სკოლამ აღზარდოს თანამედროვე საზოგადოებისთვის შესაფერისი მომავალი“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.