ბარათაულის საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა წარმატებით ინერგება
29-10-2021
დაკოპირებულია
-
+
ამირან მამალაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულის საჯარო სკოლაში ქიმიის პედაგოგმა ფატმან ყიფიანმა ვალენტობის შესახებ საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა.
გაკვეთილი „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ჩატარდა. მასში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.
გაკვეთილის მომზადებასა და მსვლელობის ფასილიტატორი იყო საგნობრივი ექსპერტი - ინგა ლომაძე, რომლის უკუკავშირი და რეკომენდაციები, გათვალისწინებული იქნება შემდგომ საქმიანობაში.
„ამირან მამალაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულის საჯარო სკოლა გასული სასწავლო წლიდან ჩაერთო „ახალი სკოლის მოდელში“. სკოლაში წარმატებით მიმდინარეობს მე-3 თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი. რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი სიახლე კომპლექსური დავალებების შესრულებაა, რაც მოსწავლის სხვადასხვა უნარების გაძლიერებას უწყობს ხელს. სკოლის პედაგოგებმა დროულად შეარჩიეს შესასწავლი თემები, საკითხები, კომპლექსური დავალებები და შესაბამისი რესურსები. მათზე დაყრდნობით შედგა სასკოლო კურიკულუმი, იგი აისახა სასკოლო სასწავლო გეგმაში, რომელიც მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში დაამტკიცა სკოლის პედაგოგიური საბჭოს სხდომამ. ამჟამად, მიმდინარეობს მათი საგაკვეთილო პროცესში გადატანა-რეალიზაცია. სკოლის პედაგოგმა, ფატმან ყიფიანმა ჩაატარა ქიმიის გაკვეთილი, რომელიც დაეთმო კლასში დაგეგმილი კომპლექსური დავალების ერთ-ერთ მონაკვეთს. გაკვეთილის თემა იყო „ვალენტობა“. მოსწავლეები გაეცნენ ვალენტობის ცნებას, შეძლეს ვალენტობის ასახვა მოლეკულათა სტრუქტურული ფორმულის სახით, ვალენტობის მიხედვით შეძლეს მარტივი ფორმულის შედგენა, საამისოდ ადეკვატურად გამოიყენეს ქიმიური ელემენტების სიმბოლოები, გააანალიზეს მუდმივ და ცვალებადვალენტოვანი ელემენტების თვისებები, გააკეთეს დასკვნები, რომელიც შეადარეს გამოთქმულ ვარაუდებს. ყოველივე ამით მათ განუვითარდათ მონაცემთა ანალიზისა და დასკვნების გამოტანის უნარები. გაკვეთილის მომზადებასა და მსვლელობას ფასილიტაციას უწევდა საგნობრივი ექსპერტი - ინგა ლომაძე, მისი უკუკავშირი და რეკომენდაციები, გათვალისწინებული იქნება შემდგომ საქმიანობაში. ანალოგიური გაკვეთილები ტარდება სხვა საგნებშიც. კომპლექსური დავალებების შესრულების მიმდინარეობას პერიოდულად განიხილავენ შესაბამისი საგნობრივი კათედრები“,- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.