წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის V კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში კომპლექსური დავალების შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა
29-10-2021
დაკოპირებულია
-
+
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის Vბ კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში კომპლექსური დავალების შემაჯაებელი გაკვეთილი ჩატარდა.
მოსწავლეებმა არჩილ სულაკაურის მოთხრობაში - „ბიჭი და ძაღლი“, აღწერილი ამბის წინაისტორია წარმოადგინეს, რომელსაც ერქვა - „მურა ნაგაზის თავგადასავალი ბიჭთან შეხვედრამდე“.
შემაჯამებელ გაკვეთილის სკოლის დირექტორი და „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, ქართული ენისა და ლიტერატურის ექსპერტი ესწრებოდნენ.
„ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის Vბ კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე (მასწავლებელი დ.ხაჩიძე, დამრიგებელი თ.გრიგოლია) ჩატარდა კომპლექსური დავალების შემაჯაებელი გაკვეთილი, რომელსაც ესწრებოდნენ: ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში ქართული ენისა და ლიტერატურის ექსპერტი ბ. დურგლიშვილი, სკოლის დირექტორი ფ. ფანჩულიძე, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრები. მოსწავლეებმა წარმოადვინეს არჩილ სულაკაურის მოთხრობაში „ბიჭი და ძაღლი“ გადმოცემული ამბის წინა ვითარების ამსახველი ეპიზოდი, „მურა ნაგაზის თავგადასავალი ბიჭთან შეხვედრამდე“. ნამუშევრები იყო მრავალფეროვანი, ჩანდა მოსწავლეთა შემოქმედებითი და ფანტაზიის უნარები, მათ შეძლეს ტექსტში არსებულ მინიშნებებზე დაყრდნობით შეექმნათ საინტერესო ეპიზოდები. კლასში არსებული თვალსაჩინოებები: სიტყვების გამომძიებელი, გეგმები თავების მიხედვით, თხრობის ჩარჩო, პერსონაჟის რუკა, ტექსტის შესაბამისი ნახატები კარგად წარმოაჩენდა ეპიზოდის შექმნამდე განხორციელებულ აქტივობათა მრავალფეროვნებას. მოსწავლეთა პრეზენტაციები იყო ძალიან საინტერესო და შინაარსიანი“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.