მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოში მსოფლიო დაზოგვის დღე წელს უკვე მეათედ აღინიშნება. ამ დღის აღსანიშნავად საქართველოს ეროვნული ბანკისა და მის მიერ დაარსებული საგანმანათლებლო პლატფორმის, ფინედუს მიერ ტარდება ღონისძიება - კონკურსი სახელწოდებით „ჩაერთე, ასწავლე, გაიმარჯვე!“
ნამუშევრების შეფასებების შეჯერებას კონკურსის ჟიური თითქმის მთელი დღის განმავლობაში ახორციელებდა და, საბოლოოდ, ერთობლივი გადაწყვეტილებით, 10 ფინალისტი გუნდიც გამოვლინდა. ფინალისტებს შორის მენტორი ნინო კახნიაშვილი და მისი გუნდი "ნორჩი დემოკრატები" მოხვდა. გუნდის წევრები ზესტაფონის N7 საჯარო სკოლისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლების მოსწავლეები: ნათია სინაურიძე - 15 წლის, გიორგი ქაშიბაძე -15 წლის,
ლინა ჯავახაძე - 13 წლის, მათე ქარსელაძე - 12 წლის და სანდრო კახნიაშვილი - 12 წლის არიან.
კონკურსში თავდაპირველად 127 მენტორი დარეგისტრირდა, სპეციალური ვებინარი 91-მა მენტორმა გაიარა, ხოლო ნახევარფინალში მონაწილეობა უკვე 75-მა მენტორმა მიიღო.
მენტორებმა ფინალში გადასასვლელად გამოგზავნეს ნამუშევრები, რომლებიც მოსწავლე-ახალგაზრდობის მიერ დაზოგვასთან დაკავშირებით იდენტიფიცირებულ პრობლემებს და მათს გადასაჭრელად შემოთავაზებულ იდეებს აღწერდა .
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებისა და მანდატურების საყურადღებოდ - მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„ბევრ წარმატებულ დღეს ვუსურვებთ ლილიკოს“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც