მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე რაიონულ შეხვედრებს იწყებს.
პირველი დისკუსია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის განვითარების შესახებ ისნის რაიონში გაიმართა.
შეხვედრას N37-ე ბაგა-ბაღმა უმასპინძლა და მას რაიონის ბაგა-ბაღების დირექტორებთან ერთად, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები ირაკლი აბუსერიძე, ლევან დავითაშვილი, დავით ჭიჭინაძე, ნინო ლაცაბიძე და გამგებელი, კახა ლაბუჩიძე დაესწრნენ.
კახაბერ გვანცელაძემ მოწვეულ სტუმრებს საკუთარი სამოქმედო გეგმა გააცნო, რომელიც ძირითადად, სისტემაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, ადამიანური რესურსების ეფექტურ მართვასა და ახალი პროექტების ინიცირებას ეხებოდა.
მისი თქმით, ბავშვთა უსაფრთხოება ბაღებში მისი პრიორიტეტია, რომლის უზრუნველსაყოფად, სისტემაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.
შეხვედრაზე საუბარი ასევე, შეეხო ბაღებში კვების რაიონისა და მენიუს ცვლილებას. კახაბერ გვანცელაძის თქმით, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო საქართველოს მთავრობის N487-ე დადგენილების მიხედვით მოქმედებს, ხოლო მენიუ, რამაც საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის შედგენილი.
ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის შესახებაც სააგენტოს ხელმძღვანელმა აღსაზრდელთა მშობლებთან შეხვედრაზე ისაუბრა, 18:00-დან 20:00 საათამდე სერვისია.
მისი თქმით, 18:00 საათზე ბავშვების ბაღებიდან გაყვანა დასაქმებული მშობლებისთვის პრობლემას წარმოადგენს და სწორედ ამის გათვალისწინებით, ამჟამად, სააღმზრდელო საათების გახანგრძლივების შესახებ კონცეფცია მუშავდება.
კახაბერ გვანცელაძის თქმით, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა