საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მხოლოდ კონკურსი არ არის, ესაა პროექტი, რომელიც მოსწავლეებს ყოველთვის მხარში უდგას, რათა წაახალისოს და სწავლაში მათთვის მოტივატორი იყოს. 2021 წლის მეორე ეტაპის დისტანციური კონკურსების ფარგლებში ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არაერთი „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. პროექტი კვლავაც მიმდინარეობს და წლის ბოლოს შემაჯამებელი ეტაპითაც დაგვირგვინდება.ამჯერად საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ თელავის, გურჯაანის, ოზურგეთისა და ქარელის მუნიციპალიტეტების სკოლებში ჩატარდა. გამარჯვებულ მოსწავლეებს, მათ სკოლებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს
etaloni.ge დაუკავშირდა.
ლუკა ორუჯაშვილი, „თელავის ეტალონის მოსწავლე“, თელავის N7 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე:„ეტალონში“ მონაწილეობისთვის აქტიურად ვემზადებოდი, როგორც სასკოლო მასალების მხრივ ისე, კლასგარეშე საკითხავსაც ვეცნობოდი. ინტერნეტის საშუალებით სხვადასხვა ინფორმაციასა და მასალებს აქტიურად ვეცნობოდი, რათა ცოდნა კიდევ უფრო გამეღრმავებინა. ჩემი აზრით, „ეტალონის“ საშუალებით ადამიანი უფრო მეტ ცოდნას და გამოცდილებას იღებს, თუ როგორ უნდა იყოს უფრო მობილიზებული სხვადასხვა სიტუაციაში. ჩემმა თანატოლებმა „ეტალონში“ მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღონ იმდენად სამოტივაციო და ემოციური კონკურსია.
ლევან მრელაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი: „ეტალონი“ არის პროექტი, რომელიც ჩვენი ახალგაზრდების განათლებასა და აღზრდას ემსახურება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ეტალონს“ და ყველა იმ მოსწავლეს, რომლებმაც ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს. „ეტალონის“ კონკურსში თელავის მუნიციპალიტეტი აქტიურად არის ჩართული და ვიმედოვნებთ, სულ მალე დავუბრუნდებით ერთმანეთს და პირისპირ ჩატარდება შემდეგი კონკურსი. ასევე, აუცილებლად მსურს „თელავის ეტალონ მოსწავლეს“, ლუკა ორუჯაშვილს მივულოცო ეს დიდი წარმატება და ვუსურვებ ცხოვრებაში კიდევ მეტი გამარჯვება მოეპოვებინოს.
მაია სილაგაძე, თელავის N7 საჯარო სკოლის დირექტორი:ლუკამ ნამდვილად დაიმსახურა ეს წარმატება, რადგან ძალიან გამორჩეული, შრომისმოყვარე მოსწავლეა და ეჭვი არ მეპარებოდა, რომ საუკეთესო შედეგს დადებდა. ჩვენს სკოლას „ეტალონთან“ წარმატებული ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ვთვლი, რომ ბავშვების მოტივაციისა და ინტელექტუალური ზრდისათვის „ეტალონი“ ძალიან კარგი კონკურსია.
დალი პოპიაშვილი, თელავის N7 საჯარო სკოლის პედაგოგი:მინდა აღვნიშნო, რომ „ეტალონს“ ჩვენს სკოლაში ძალიან დიდ პატივს ვცემთ, რადგან ჩვენთან ერთად მომავალ თაობას განათლებისკენ უკვალავს გზას; რაც შეეხება ჩვენს მოსწავლეს ლუკას, იგი ძალიან ნაკითხი, ნიჭიერი მოსწავლეა და იმსახურებდა „ეტალონი მოსწავლის“ სტატუსს. ჩემპიონატში მონაწილეობით ბავშვებს სწავლისადმი მოტივაცია ეზრდებათ, როდესაც კითხვებს პასუხებს სცემენ ეს მათთვის დამატებითი მოტივატორია.
სოფიკო ბიწკინაშვილი, „გურჯაანის ეტალონი მოსწავლე“, შაშიანის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე:გამარჯვება ნამდვილად მოულოდნელი იყო და როდესაც გავიგე, რომ „გურჯაანის ეტალონი მოსწავლე“ გავხდი ძალიან ემოციური იყო. „ეტალონში“ მონაწილეობამ მე პირადად ძალიან დიდი მოტივაცია მომცა და ყველას ვუსურვებ გამოეცადოთ ის დიდი სიხარული, რაც განცდაც იმ მომენტში დამეუფლა, როდესაც გამარჯვების შესახებ შევიტყვე.
დალი მინდიაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:„ეტალონის“ მიმართ ყოველთვის დადებითი დამოკიდებულება მაქვს, რადგან ინტელექტ-ჩემპიონატის საშუალებით მოსწავლე ძალიან სწრაფად იგებს თავისი ცოდნის შესახებ ინფორმაციას. ხედავს, რომ რაც უფრო სწრაფად და სწორად იაზროვნებს, მით მეტ შედეგს მიიღებს. „ეტალონმა“ დროს გაუძლო და პირადად მე ვხედავ, რომ ამ ხნის მანძილზე მის მიმართ მოსწავლეების დაინტერესება კი არ იკლებს, არამედ უფრო იზრდება. ეს იმის მანიშნებელია, რომ უაღრესად საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტია არამარტო ახალგაზრდებისთვის და სკოლებისთვის, არამედ მშობლებისთვისაც. სოფიკოს მინდა ვუსურვო წარმატებები და იმედი მაქვს, მისი გამარჯვება ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველა მოსწავლისთვის გადამდები იქნება.
თამარ თვალიაშვილი, შაშიანის საჯარო სკოლის დირექტორი:პირველ რიგში მსურს აუცილებლად აღვნიშნო, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, თავისი შესაძლებლობები წარმოაჩინონ და ამისთვის „ეტალონს“ დიდ მადლობას ვუხდი. სოფიკო ბიწკინაშვილი ეს არის ბავშვი, რომელზეც ნამდვილად არ იქნება ზედმეტი ვთქვა, რომ დაიმსახურა ეს წარმატება. იგი ძალიან ნიჭიერი მოსწავლეა და აუცილებლად მინდა აღვნიშნო ისიც, რომ მისი ოჯახი შვილებს წარმატებაში ძალიან უწყობს ხელს. გამარჯვებული ძმაც „ეტალონის მოსწავლის“ სტატუსის მფლობელი გახლავთ. მსურს სკოლის პედაგოგებსაც დიდი მადლობა გადავუხადო, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ, რათა ჩვენს მოსწავლეებს წარმატება ჰქონოდეთ.
ნატო გოგიშვილი, შაშიანის საჯარო სკოლის პედაგოგი:საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონს“ მოსწავლის ცხოვრებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მისი საშუალებით ბავშვის ზოგადი განათლება მოწმდება და ასევე, დამოუკიდებლად მუშაობას ეჩვევიან. პირადად მე „ეტალონის“ დიდი მხარდამჭერი ვარ და აღნიშნულ ჩემპიონატში ჩვენი სკოლა ყოველთვის სიხარულით ვმონაწილეობთ. მსურს, სოფიკოს სულით და გულით მივულოცო ეს დიდი წარმატება. ჩემთვის მისი გამარჯვება მოულოდნელი არ ყოფილა იმდენად კარგი მოსწავლეა. რამდენიმე წლის წინ მისმა ძმამ გაგვახარა ამ დიდი გამარჯვებით, წელს კი სოფიკოს წარმატებით გავიხარეთ.
მათე ქინქლაძე, „ოზურგეთის ეტალონის მოსწავლე“, ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე:„ეტალონში“ გამარჯვებაში ძალიან დიდი შრომა და ჯაფა ჩავდე, თუმცა პროექტში უამრავი ბავშვი მონაწილეობდა, კონკურენცია დიდი იყო და ამხელა წარმატება მაინც მოულოდნელი იყო ჩემთვის. მინდა აღვნიშნო რომ არა ჩემი პედაგოგების, ოჯახის და მეგობრების მხარდაჭერა ვერაფერს მივაღწევდი. „ეტალონმა“ უკეთესი სწავლისთვის უდიდესი მოტივაცია მომცა და ამისთვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. გამარჯვებით სურვილი გამიჩნდა ცხოვრებაში კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწიო და ჩემი სკოლა და ოჯახი ამით კიდევ ერთხელ გავხადო ამაყები.
ლელა იმედაშვილი, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:მსურს გამარჯვებულ მოსწავლეს ეს წარმატება მივულოცო; ვთვლი რომ ცოდნის შეფასების ნაწილში ეს ძალიან დიდი აღიარებაა. ვფიქრობ, ამ ასაკში ამაზე აღმატებული არაფერია. „ეტალონი“ არის პროექტი, რომელიც სწორედ ასეთ ნიჭიერ ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას გახდნენ უფრო თავდაჯერებულები და შემდგომ წარმატებით ემსახურონ ქვეყანას. დარწმუნებული ვარ „ეტალონის მოსწავლე“ ღირსეული ადამიანი გაიზრდება და ქვეყნის საამაყო შვილი იქნება. საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონს“ წარმატებებს ვუსურვებ, რადგან ამ თაობისთვის მართლაც მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება.
ფატი სიორიძე, ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:„ეტალონთან“ ჩვენს სკოლას უკვე მრავალწლიანი და მჭიდრო კავშირი აქვს. ჩვენი სკოლა „ეტალონს“ ყოველთვის ორგანიზებულად ატარებს და ახლა, როდესაც პანდემია მძვინვარებს და კონკურსი ონალიან ჩატარდა, იმდენად იაქტიურეს ბავშვებმა, რომ ჩემთვისაც კი მოულოდნელი იყო. აღფრთოვანებას ვერ ვმალავ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით პირველი ხუთი ადგილის მფლობელები ჩვენი მოსწავლეები გახდნენ. ხუთივე არაჩვეულებრივი მოსწავლეა და სწავლაში უაღრესად წარმატებულები. მათში კი მათე ქინქლაძე გამოიყო, რომელმაც „ოზურგეთის ეტალონის მოსწავლის“ სტატუსი დაიმსახურა. მათე ძალიან ნიჭიერი და განათლებული ახალგაზრდაა. იგი როგორც სკოლაში ისე კლასგარეშე ღონისძიებებში აქტიურობით გამოირჩევა და მასწავლებლებში დიდი სიყვარულით სარგებლობს. კიდევ ერთხელ ვულოცავ მას ამ დიდ წარმატებას, „ეტალონში“ გამარჯვება მოსწავლისთვის უდიდესი მოვლენაა.
ნანა ჩავლეშვილი, ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი:ჩვენი მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ყოველწელს აქტიურად და წარმატებით ერთვებიან. მოხარულები ვართ, რომ წლევანდელი წელიც არ ყოფილა გამონაკლისი და ჩვენი მოსწავლე გახდა „ეტალონი მოსწავლე“. მსურს გამარჯვებულს მივულოცო ეს უდიდესი წარმატება და კიდევ მრავალი გამარჯვებისთვის მიეღწიოს.
მაკა ქოქოშვილი, „ქარელის ეტალონი მოსწავლე“, ტახტისძირის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე:ვფიქრობ, ჩემს ამ დიდ წარმატებაში, როგორც სკოლის ისე კლასგარეშე ცოდნამაც ითამაშა. „ეტალონმა“ სწავლისადმი უფრო მეტი მოტივაცია მომცა. თუ ჩემს თანატოლებს სურთ, რომ მეტი ცოდნა მიიღონ, მაშინ მათთვის ეს კონკურსი აუცილებელია. გარდა ცოდნისა, პასუხისმგებლობის გრძნობაც ჩნდება, რომ ჩვენი ცოდნა და ნასწავლი მაქსიმალურად გამოვავლინოთ.
გიორგი კობახიძე, ქარელის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:ტახტისძირის საჯარო სკოლის წარმატება ძალიან გამიხარდა, მითუმეტეს რომ ე.წ. საზღვრისპირა სოფლის სკოლაა და მისი მოსწავლის წარმატება კიდევ უფრო ნიშანდობლივია. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მოსწავლეებში სწავლისადმი მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს. ბავშვებს თუ სურთ, რომ საკუთარი თავი გამოსცადონ და კონკურსებს მიეჩვიონ, მაშინ მათთვის ეს პროექტი აუცილებელია. ჩვენი რესურსცენტრის უფლებამოსილების ფარგლებში „ეტალონს“ ყოველთვის მხარს ვუჭერთ და სიხარულით ვთანამშრომლობთ.
ნათია ბაციკაძე, ტახტისძირის საჯარო სკოლის დირექტორი:ძალიან მიხარია, რომ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ჩემი სკოლა აქტიურად მონაწილეობს და მუნიციპალიტეტის მასშტაბით ასეთ დიდ წარმატებას მივაღწიეთ. ჩემი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და ნამდვილად მოულოდნელი იყო გამარჯვება. ვულოცავ „ქარელის ეტალონ მოსწავლეს“, მაკა ქოქოშვილს ამ დიდ წარმატებას და კიდევ მეტ წინსვლას ვუსურვებ.რაც შეეხება პროექტ „ეტალონის“ კონკურსს, მინდა აღვნიშნო, რომ იგი მოსწავლეებს სწავლისადმი მოტივაციას უმაღლებს. თავად გამარჯვებული ამბობს, რომ ახლა უფრო უკეთესად უნდა ვისწავლოვო. ძალიან მონდომებული, ბეჯითი გოგონაა და სწორედ მისმა სამაგალითო სწავლამ განაპირობა ამ ჩემპიონატში გამარჯვება.
თამარ ლომიძე, ტახტისძირის საჯარო სკოლის პედაგოგი:„ეტალონში“ მონაწილეობით ბავშვებს სწრაფი აზროვნების უნარი უვითარდებათ და გარდა ცოდნისა, კონკურსებში მონაწილეობის უდიდეს გამოცდილებას იძენენ. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი გამარჯვებული მოსწავლე ძალიან ბეჯითი ბავშვია და სწორეს ეს კარგი სწავლა დაუფასდა „ეტალონის“ კონკურსში.