სიახლეები
სკოლები

„ოზურგეთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და მოწინავე ადგილები მაღალქულიანთა რეიტინგში- ოზურგეთის N2 სკოლის მოსწავლეთა წარმატება ინტელექტ-ჩემპიონატში
01-11-2021
-
+


ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს. 

სკოლის X-1 კლასის მოსწავლე მათე ქინქლაძემ „ოზურგეთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა. ასევე ოზურგეთის დისტანციური ინტელექტ-ჩემპიონატის მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მოსწავლეთა რეიტინგის პირველ ხუთეულში მოხვდნენ ამავე სკოლის მოსწავლეები: ვანო ეფრიკიანი (X-1 კლასი), ნიკოლოზ ბარამიძ ე(X-2 კლასი), გიგი მჟავანაძე (X-2 კლასი) და ვახტანგ ჩხაიძე(X-2 კლასი). 

ასევე, რეიტინგში მეცხრე ადგილი  დაიკავა X-1 კლასის მოსწავლემ, რეზი დათუნაშვილმა.   

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის 31 მოსწავლე მონაწილეობდა, მათგან 13 გადავიდა მეორე ტურში და აიღო ოქროს დიპლომი.

შეგახსენებთ რომ,  29 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ ოზურგეთის დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2021 წლის „ოზურგეთის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ტიტული, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე მათე ქინქლაძემ მოიპოვა. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „ოზურგეთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

კალანდობა და „ზომხა“ - როგორ აღინიშნება ძველით ახალი წელი საქართველოში

სკოლებისა და მანდატურების საყურადღებოდ - მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა

გუნდების/კლასების შექმნის რამდენიმე გზა მასწავლებლებისთვის:


ბაღების მომსახურებით 200 ბავშვი ვერ სარგებლობს - ბიუჯეტი

 მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სადღესასწაულოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი ნომრები წარუდგინეს და ემოციებით სავსე სანახაობა აჩუქეს 

პანსიონატში ბავშვებს ძალიან თბილი და გულისამაჩუყებელი გარემო დახვდათ

ეს დღე კი დაგვირგვინდა თოვლის ბაბუის სტუმრობით, რომელმაც ბავშვებს დიდი სიხარული მიანიჭა

მოსწავლეთა შემოქმედებითმა და საშემსრულებლო ოსტატობამ დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს 

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება