სიახლეები
ინტერვიუ

„მჯერა, მოვა დრო, როცა ერთ ქართულ გაკვეთილს აუცილებლად ჩავატარებ აფხაზეთში“ - აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორის გულახდილი ინტერვიუ
01-11-2021
-
+


ჩვენი საუბარი აფხაზური ენის დღეს შედგა და აღნიშნა კიდეც - ეს ინტერვიუ სიმბოლურია. აქ, ჩვენს სკოლაში, პატარა აფხაზეთი გვაქვს და მხოლოდ ასე ვახერხებთ ყელში მობჯენილ მონატრებასთან გამკლავებასო. სხვათა შორის, „ყელში მობჯენილი მონატრება“ ერქვა სპექტაკლსაც, რომელიც აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა გაითამაშეს და დღეს, მის ხელმძღვანელს, ნანა ჯალაღონიას ეამაყება, რომ აფხაზური ენის სწავლებით, სხვადასხვა ღონისძიებითა და მომავალი თაობებისთვის აფხაზური კულტურის გაცნობით, როგორც სკოლის დირექტორი, ერთგულ პედაგოგებთან ერთად, ერთ აგურს მაინც დებს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დათბობაში.

იმედია, პანდემია მალე დასრულდება, ჩვენს სკოლაში გელით, მერწმუნეთ, აქ პატარა აფხაზეთს დაგახვედრებთო - დაგვპირდა და იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ პანდმიურ საქართველოში, საბედნიეროდ აფხაზეთის N2 საჯარო სკოლა ფრთხილად, მაგრამ უსაფრთხოდ გადის ამ რთულ გზას, რასაც დასწრებითი სწავლება ჰქვია.

- მოხარული ვარ და ნამდვილად მეამაყება, რომ პანდემიის მიუხედავად, აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში უსაფრთხო გარემოა, გარდა იმისა, რომ მცირეკონტინგენტიანი სკოლაა, მასწავლებლები კოვიდზე აცრილები არიან.

- ქალბატონო ნანა, საზოგადოებაში აცრის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა... თქვენ როგორ დაარწმუნეთ კოლექტივი ამ ნაბიჯის აუცილებლობაში?

- აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგიური გუნდი და ზოგადად, სასკოლო საზოგადოება, ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ერთ აზრზე ვიდექით - დიახ, უნდა ავიცრათ! გარდა ამისა, ვიცავთ ყველა რეგულაციას, რომელიც პროტოკოლითაა გაწერილი და უნდა ვაღიარო - მორალურადაც, ბევრად მშვიდად ვართ. ერთგვარი, უსაფრთხო კლიმატი შეიქმნა და არ გვქონია შემთხვევა, სასწავლო პროცესი, ვირუსის გავრცელების გამო, შეფერხებულიყო.

- უსაფრთხოებიდან გამომდინარე, პირველკლასელები წელს სკოლაში თითქმის სამი კვირის დაგვიანებით წავიდნენ; ქალბატონო ნანა, მთავრობის ეს გადაწყვეტილება სწორი იყო?

- ჩვენი სკოლის მაგალითზე შემიძლია ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ დისტანციურ სწავლებასთან ადაპტირება ნამდვილად არ გაგვჭირვებია, თუმცა დასწრებითი სწავლება შეუცვლელია, მით უფრო - პირველი კლასების მოსწავლეებისთვის; როგორც აღვნიშნე, ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია და შესაბამისად, საშიშროება - ვერ ვმართოთ სიტუაცია - მინიმუმამდეა დაყვანილი... რაც შეეხება პირველკლასელებს, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკლასო სივრცესთან შეხება - ისინი ხომ მოუთმენლად ელოდნენ სასწავლო პროცესის დაწყებას და დიახ, მეტად აღქმადია, როდესაც ეს საკლასო ოთახში ხდება; ასე რომ, პირადად ვემხრობი გადაწყვეტილებას, პირველკლასელთათვის სწავლა ცოტა გვიან, სამაგიეროდ სკოლის სივრცეში დაწყებულიყო.

- ისე, აფხაზეთში  სასწავლო წელი ქართულის ენის აკრძალვით დაიწყო. თქვენ, როგრც აფხაზეთის N2 სკოლის დირექტორი და ქართულს მასწავლებელი, რას ფიქრობთ ამის შესახებ?

- სიმბოლურია, რომ ჩვენი საუბარი აფხაზურის ენის დღეს შედგა... მინდა, მივულოცო არა მხოლოდ ენგურსგაღმა მოსახლეობას, არამედ მთელ საქართველოს... შეუძლებელია, არ აღვნიშნო, რომ აფხაზეთის კულტურისა და განათლების სამინისტრო არაერთ პროექტს ახორციელებს, რომლებშიც ჩვენი სკოლაა ჩართული. აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში ისწავლება აფხაზური, როგორც არჩევითი საგანი; ასევე გვაქვს წრე, აფხაზური ენის შემსწავლელთათვის... პანდემიამდე აფხაზურ ენაზე დავდგით სპექტაკლი - „ყელში მობჯენილი მონატრება“, რომლის თემაც ქართულ-აფხაზური ტრადიციები გახლდათ.

- ფიქრობთ, დადგმული სპექტაკლები ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დალაგებაში დაგვეხმარება?

- აფხაზურად ვესაუბრებით ბავშვებს, ვაცნობთ აფხაზ ლიტერატორებს და ვფიქრობთ, ეს ჩვენი მხრიდან ერთი აგურია ქართულ-აფხაზური ურთიერთობის დარეგულირების საქმეში. მომავალში, როდესაც დაახლოების რეალურ ნაბიჯებს გადავდგამთ, ეს ბავშვები სრულიად უცნობ გარემოში, სიბნელეში კი არ დაიწყებენ ხელების ცეცებას, არამედ ეცოდინებათ - სადაა მათი სამშობლო, ფესვები... მინდა, მადლობა გადავუხადო პედაგოგებს, რადგან ოჯახებთან ერთად, ისინი ყველაფერს აკეთებენ, ჩვენი პატარების გულებში ყოველთვის იყოს აფხაზეთი .

- პირადად როგორ უმკლავდებით „ყელში მობჯენილ მონატრებას“, ქალბატონო ნანა?

- მე საზღვრისპირა სოფლიდან ვარ, დედულეთი აფხაზეთშია... ასე რომ, ჩემთვის კარგად ნაცნობია ეს ტკივილი. რას ვუხერხებ ამ მონატრებას? - სკოლაში მუდმივად ვცდილობთ, მოვაწყოთ საღამოები, ბავშვებს ვესაუბრებით აფხაზეთზე, ვაცნობთ კულტურას, ტრადიციებს... ამ ეტაპისთვის მხოლოდ ეს შეგვიძლია, თუმცა იმედს ვიტოვებ და მჯერა, რომ მოვა დრო, ერთ ქართულ გაკვეთილს აუცილებლად ჩავატარებ აფხაზეთში, თამამად და არა, იატაკქვეშ.

- ქართულის მასწავლებელი ხართ და შეუძლებელია არ გკითხოთ გამოცდების შესახებ - პედაგოგების ნაწილი შედეგებით უკმაყოფილოა... თქვენს სკოლაში რა ვითარებაა და ზოგადად, რამდენად მოგწონთ კარიერული წინსვლის სქემა?

- აფხაზეთის N2 საჯარო სკოლას 24 მასწავლებელი ჰყავს და მათგან ორს არ აქვს დადასტურებული კომპეტენცია. ისინი აუცილებლად იზრუნებენ კარიერულ წინსვლაზე... რაც შეეხება ჩემს პოზიციას, მიმაჩნია, რომ მასწავლებელი მუდამ უნდა ვითარდებოდეს... განათლება ერთ ადგილას არ ჩერდება და ჩვენც ვალდებულები ვართ, ფეხი ავუწყოთ სიახლეებს. გამოცდა არის ერთ-ერთი საშუალება, კომპეტენცია დავადასტუროთ - ესაა საკუთარი ცოდნის საზომი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ქულას მუშაობის დასრულებისთანავე დაინახავთ - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი აგრძელებს მომავალი პედაგოგების წამახალისებელ სასტიპენდიო პროგრამას

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა - რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და მშობლებმა

სიახლეები
საზოგადოება