მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N133 საჯარო სკოლის პედაგოგები - ნინო ჩიტოშვილი, ეკა ფუტკარაძე, თამილა პეპანაშვილი, თამუნა შათირიშვილი, თამარ ხორბალაძე, ლია მარდალეიშვილი, ნანა ზურებიანი ქართველ მოსწავლეთა განათლების დონის ამაღლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ.
პედაგოგებს დიპლომები „კინგსის“ ოლიმპიადამ გადასცა.
სკოლა პედაგოგთა და მოსწავლეთა წარმატებით ამაყობს. ეს უკანასკნელნი საგნობრივ ოლიმპიადაში დიდი წარმატებით ასპარეზობენ.
„როგორც ყოველთვის, ყველა ოლიმპიადაზე, ასევე Kings-ის ოლიმპიადებზე წარმატებით მოასპარეზე ჩვენი მოსწავლეების დიპლომებით განებივრებულები ვართ, მადლობა მათ და კიდევ უამრავი წარმატება ცხოვრების გზაზე.
მადლობა ყველა პედაგოგს ღირსეული მოღვაწეობისათვის თავიანთ მოსწავლეებთან.
დღეს, Kings-ის გამორჩეული პედაგოგები გვყავს: ნინო ჩიტოშვილი, ეკა ფუტკარაძე, თამილა პეპანაშვილი, თამუნა შათირიშვილი, თამარ ხორბალაძე, ლია მარდალეიშვილი და ნანა ზურებიანი. მათ საერთაშორისო დიპლომები გადაეცათ ქართველი მოსწავლეების განათლების დონის ამაღლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, წარმატებული თაობის აღზრდისათვის“,- ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა