სიახლეები
სკოლები

ეწერის საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კუთვნილი მედლები საზეიმოდ გადაეცათ
02-11-2021
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს კუთვნილი ვერცხლისა და ოქროს მედლები საზეიმოდ გადაეცათ.

კურსდამთავრებულებს - სალომე ფიფას, დიმა ჯინჯოლავასა და გვანცა შონიას მედლების მიღება სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მიულოცეს. მათ მომავალში წინსვლა და კიდე უამრავი წარმატება უსურვეს. 

განსაკუთრებითულად კი მათმა დამრიგებელმა მთვარისა ფიფიამ მიულოცა. 

„ბედნიერი ვარ, რომ ჩემი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებმა დაიმსაურეს ეს მაღალი ჯილდო, იგი სტიმული იქნება სკოლის აღსაზრდელებისთვის, ეს ჯილდო არის დიდი შრომის შედეგი მოსწავლეებისა და მასწავლებლების“ -აღნიშნა კლასის ხელმძღვანელმა მთვარისა ფიფიამ.

კურსდამთავრებულებმა, თავის მხრივ, დირექტორსა და ყველა პედაგოგს მადლობა გადაუხადეს. 

„ერთი არაჩვეულებრივი დღე ეწერის საჯარო სკოლაში, სკოლის კურსდამთავრებულებს: სალომე ფიფას, დიმა ჯინჯოლავასა და გვანცა შონიას გადაეცათ ოქროსა და ვერცხლის მედლები, სკოლის დირექტორმა მიულოცა მათ ეს წარმატება და უსურვა შემდგომი გამარჯვებები. ეს ჯილდო მიულოცეს მასწავლებლებმა ვალერიანე ფიფიამ, სასწავლო ნაწილის გამგემ მარიკა კიკალიშვილმა. კურსდამთავრეულებმა მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებს გაწეული შრომისთვის, ურთიერთთანამშრომლობისთვის, საინტერესოდ გატარებული სასკოლო ცხოვრებისთვის“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გამოცდებზე იყო ის საკითხები, რაც არამხოლოდ აბიტურიენტმა და სტუდენტმაარამედ თითოეულმა ქართველმა უნდა იცოდეს“

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი ფატმან ლაკლაკიშვილი პასუხობს

„ვისურვებდი არასდროს დავღლილიყავი ჩემი ქვეყნისა და ახალგაზრდების სამსახურში“

სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება