მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს.
მოსწავლეებმა ქართულ ანბანს ლექსებითა და სიმღერებით ხოტბა შეასხეს. მასწავლებელმა პატარები მრავალფეროვან აქტივობებში ჩართო. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, რუსუდან ხუხუნაიშვილმა მოსწავლეებს ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქცია.
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის შემობრძანება აღნიშნეს. მოსწავლეებმა მოამზადეს ლექსები და სიმღერები, რომლებიც ქართულ ანბანს ეძღვნებოდა. მასწავლებელმა მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზა, რითაც უფრო მეტად გაუღვივა ინტერესი ქართული ანბანის მიმართ. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა რუსუდან ხუხუნაიშვილმა, ქართული ანბანის ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობის დასაწყისი მოსწავლეებს დღესასწაულად უქცია“,- აღნიშნულია სკოლიდან მოწოდებულ ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით იგავ-არაკები წაიკითხეს და განიხილეს
ხელფასი 6570 ლარია - დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კონკურსს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აცხადებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პრეზენტაცია საინტერესოდ წარიმართა
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე