სიახლეები
ეტალონი

მერიისგან დაწესებული სტიპენდია გამარჯვებულს და მისი კლასის დამრიგებელს - გორის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
02-11-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დიდი ხანია, რაც მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე ზრუნავს. ჩემპიონატში მონაწილეობა უკვე, შეიძლება ითქვას, რომ ტრადიციად იქცა. მიუხედავად პანდემიისა, კონკურსი მაინც გრძელდება და დისტანციურად ტარდება. ამჯერად, ინტელექტ-ჩემპიონატი დისტანციურ რეჟიმში გორელი მოსწავლეებისთვის გაიმართა. კონკურსის შედეგად გორის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა გორელი მოსწავლე „ეტალონისა“ და გორის მუნიციპალიტეტის მერიისაგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. 

Etaloni.ge „ეტალონ მოსწავლეს“, მისი სკოლის დირექტორს, პედაგოგს, რესურსცენტრის უფროსს და მერიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელს ესაუბრა, რათა აღნიშნული პროექტის მიმდინარეობის შესახებ მათი აზრი მოგვესმინა.

ანა თევზაძე - გორის „ეტალონი მოსწავლე“, - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლა:

სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, რომ გორის მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გავხდებოდი. ვფიქრობ, ჩემs გარშემო ბევრი ისეთი მოსწავლეა, რომელიც ჩემზე უკეთ სწავლობს და ბევრად მეტს ცდილობენ. სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც არ მეგონა, რომ პირველ ადგილზე გავიდოდი. კონკურსისთვის არ ვემზადებოდი, უბრალოდ საკუთარი თავის გამოცდა გადავწყვიტე. კარგი შეგრძნებაა მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ რომ გავხდი. ახლა უფრო მეტი მოტივაცია მაქვს იმისთვის რომ უფრო მონდომებით ვისწავლო. გამარჯვებამ თავდაჯერებულობაც შემმატა. „ეტალონში“ ადრეც აქტიურად ვერთვებოდი, აქამდე 2-ჯერ უკვე მაქვს მონაწილეობა მიღებული. ჩემი აზრით, ამ პროექტში მონაწილეობა მოსწავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ნინო ბერიანიძე, გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელი:

გორის მუნიციპალიტეტის მერიისთვის განათლება ნამდვილად პრიორიტეტული მიმართულებაა. ამაზე ის საგანმანათლებლო მუნიციპალური პროგრამებიც მეტყველებს, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს. ერთ-ერთი ასეთი პროგრამა განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამა გახლავთ. „ეტალონთან“ სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში ვთანამშრომლობთ. მიხარია, რომ პროექტში მოსწავლეთა ჩართულობა ძალიან მაღალი იყო - 66 სკოლის 417 მოსწავლე მონაწილეობდა და ვფიქრობ, რომ ღირსეული შედეგიც დაიდო. მსგავს ღონისძიებებს ჩვენ ყოველთვის ხელს ვუწყობთ და „ეტალონთან“ მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს. გორის მერია მუნიციპალიტეტის „ეტალონ მოსწავლეს“ და მისი კლასის დამრიგებელს ერთწლიან სტიპენდიას ვუნიშნავთ, რომლის ოდენობაც თითოეულისთვის 100 ლარით განისაზღვრება. გორის „ეტალონი მოსწავლე“ და კიდევ ორი რეიტინგული მოსწავლე გორის ახალ მერს - ვლადიმერ ხინჩეგაშვილს შეხვდება. ჩვენ მათ სიგელსა და კიდევ დამატებით პრიზებს გადავცემთ. ზოგადად, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტების დაფინანსება ჩვენი მერიის პრიორიტეტია.

ნანა ტერმაკოზაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი:

დიდი ხანია, რაც პროექტი „ეტალონი“ ჩვენს სკოლებთან მეგობრობს. მიმდინარე ეტაპზე, პანდემიიდან გამომდინარე, კონკურსი დისტანციურად იმართება. როგორც ვიცი, გორის „ეტალონი მოსწავლე“ ზემო ნიქოზის სკოლის მოსწავლე ანა თევზაძე გახდა. ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა მისი გამარჯვება, რადგან ის ე.წ. საზღვრისპირა სოფლიდანაა. ვულოცავ მას ამ წარმატებას და ფინალში გამარჯვებას ვუსურვებ. მსგავს კონკურსებში მონაწილეობა მოსწავლეებს ეხმარება, გამარჯვების შემთხვევაში, უფრო თამამები და თავდაჯერებულები გახდნენ.


ლია შატაკიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონი“ არაჩვეულებრივი პროექტია. ის სტიმულს აძლევს როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს. მე მეოთხე წელია, რაც ამ სკოლაში ვმუშაობ და ამ წლების განმავლობაში მოსწავლეები „ეტალონში“ ყოველთვის აქტიურად იყვნენ ჩართულები. ბავშვები ამ პროექტს დიდი ინტერესით ელოდებიან ხოლმე და მოტივაცია დიდია. ანა თევზაძე არაჩვეულებრივი მოსწავლე და ძალიან კარგი გოგონაა. ნიჭიერი და მოაზროვნე. ჩვენი სკოლისთვის  ეს წარმატება სტიმულის მომცემი იქნება და შემდეგ სხვა მოსწავლეებიც ეცდებიან, რომ მეტი ცოდნა დააგროვონ და ისინიც გამარჯვებულები იყვნენ. ამ კონკურსში წარმატება მოსწავლეებს, პირველ ყოვლისა, თავდაჯერებულობას მატებს, ასევე იმის მოტივაციასა და სურვილს, რომ ცხოვრების განმავლობაში კიდევ უფრო წარმატებული იყოს.

ნინო მეტრეველი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის პედაგოგი:

ჩემი აზრით, „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია. ის თითოეული სკოლის მოსწავლეს აძლევს იმის შანსს, რომ საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოს და გამოცდილება მიიღოს. ვფიქრობ, რომ ამგვარ კონკურსებში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. ჩვენი ყველა მოსწავლე, რომელიც კონკურსში მონაწილეობდა, ძალიან ნიჭიერია, თუმცა ანა თევზაძეს რაც შეეხება, იგი ნამდვილად გამორჩეულია როგორც სწავლით, ასევე ადამიანური თვისებებით. ის ძალიან მეგობრული და კომუნიკაბელურია. გარდა იმისა, რომ კარგად სწავლობს, არაჩვეულებრივადაც ხატავს. მოსწავლეებს „ეტალონში“ მონაწილეობა საკუთარი თავის რეალიზებასა და ცოდნის წარმოჩენაში ეხმარება. ჩვენი სკოლის მოსწავლეები პროექტში მონაწილეობით ყოველთვის დაინტერესებულები არიან.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს 

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა - რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და მშობლებმა

სიახლეები
საზოგადოება