სიახლეები
სიახლეები

არაფრისმომცემი კომპლექსური დავალებით ხდება ბავშვების შეფასება, მათემატიკაში თეორიის ცოდნა აუცილებელია - საგნის სპეციალისტის შეფასება
02-11-2021
-
+


2021 წლის ეროვნულ გამოცდებში, ოფიციალური მონაცემებით, აბიტურიენტების ყველაზე დიდი ნაწილი - თითქმის 18 პროცენტი, მათემატიკის გამოცდაში ჩაიჭრა. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ წლიდან წლამდე ეს შედეგები უარესდება, აბიტურიენტებს კი იმ მინიმალური ზღვარის გადალახვაც უჭირთ, რაც გამოცდისთვისაა განსაზღვრული.

რატომ არის მათემატიკის გამოცდა აბიტურიენტთათვის „აქილევსის ქუსლი“ , ამის შესახებ Etaloni.ge-ს მათემატიკის საგნის სპეციალისტი მაია ნასარიძე ესაუბრა.

მისი თქმით უპირველესად პრობლემა მომდინარეობს თეორიული ცოდნის ნაკლებობიდან, რადგან სახელმძღვანელოებიდან გამომდინარე პედაგოგები მოსწავლეებისგან თეორიულ ცოდნას ნაკლებად ითხოვენ, რაც მათემატიკის შემთხვევაში დაუშვებელია:

„ნამდვილად ცუდი მდგომარეობაა, როგორც ჩანს მასწავლებლის მხრიდანაც მოთხოვნა არ არის ბავშვების მიმართ. მე ბავშვებს ვამზადებ და პირველ რიგში მათგან თეორიის ცოდნას ვითხოვ - იქნება ეს წესები, ფორმულები და ა.შ. რის გარეშეც მათემატიკა წარმოუდგენელია. პრაქტიკიდან გამომდინარე ვასკვნი, რომ ამას სკოლაში ნაკლებად თხოვენ და მჭირდება ჭიდილი მოსწავლეებთან და მათ მშობლებთანაც კი“.

სპეციალისტი აღნიშნავს, რომ მოსწავლეებს უჭირთ აზრის ჩამოყალიბება და კონკრეტული აზროვნება გაუხდათ.

„აზრს ვერ აყალიბებენ, უჭირთ მსჯელობა, კონკრეტული აზროვნება გაუხდათ. გააკეთებინებ მსგავსს - დაწერენ, განსხვავებულს ვერა, ვერ ააგებენ საკითხს შესაბამისი თეორიული მასალის გამოყენებით. ვინც რაღაც მაინც იცის სკოლაში უწერენ მაღალ შეფასებას - 9, 10 ქულას. ჩემთან რომ ბავშვები მოდიან, ზოგს ისეთს უწერია მაღალი შეფასებები, მრცხვენია, მშობლებს ავუხსნა, რატომ ვერ იღებს იგივე შედეგს. მე რომ სკოლაში მათი მასწავლებელი ვიყო, ამ ცოდნით 6 და 7 ქულიან შეფასებას ვერ ასცდებოდნენ“.

ეს პრობლემა განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში გამოიკვეთა, პანდემიამ კი ვითარება კიდევ უფრო რთულ ფაზაში შეიყვანა.

„ოთხი წელია ეს პრობლემა დაიწყო, ბოლო პერიოდში კი პანდემიის გამო, საერთოდ გაზარმაცდნენ. არაფრისმომცემი კომპლექსური დავალებით ხდება ბავშვების შეფასება, რომელსაც დამოუკიდებლადაც კი არ აკეთებენ. ცუდი მდგომარეობაა და გამოსავალიც უფრო ბუნდოვანი ხდება“, - განაცხადა მაია ნასარიძემ.

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში რომ მოსწავლეებს პრობლემა აქვთ, ამას საერთაშორისო კვლევებიც ადასტურებს.

2019 წლის საერთაშორისო კვლევის (TIMSS) ფარგლებში გამოვლინდა, რომ საქართველომ კვლევაში მონაწილე 58 ქვეყანას შორის  მე-4 კლასის მათემატიკის მიღწევებში 482 ქულით 42-ე ადგილი, ხოლო ბუნებისმეტყველებაში მიღწევებით (454 ქულა) 45-ე ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება მე-8 კლასის მიღწევებს, კვლევაში მონაწილეობა 39 ქვეყანამ მიიღო. საქართველომ მე-8 კლასის მათემატიკის მიღწევებში 461 ქულით 27-ე ადგილი, ბუნებისმეტყველებაში კი 447 ქულით 33-ე ადგილი დაიკავა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ 6 ქვეყანაზე (ქუვეითი, საუდის არაბეთი, მაროკო, ლიბანი, ეგვიპტე და სამხრეთ აფრიკა) უკეთესი შედეგი აჩვენა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება