მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მას შემდეგ, რაც 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი საქართველოს სკოლებში დასწრებულ რეჟიმში განახლდა, მათი უმრავლესობა ახერხებს, რომ წერტილოვანი შეზღუდვებით კოვიდსიტუაცია მართოს და სწავლება უწყვეტ რეჟიმში განახორციელოს.
აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო კიკნაველიძე Etaloni.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ 4 ოქტომბრიდან ვირუსის არცერთი შემთხვევა არ ჰქონიათ. სკოლა დასწრებულ რეჟიმში სწავლობდა შარშანაც:
„ჩვენს სკოლაში არც შარშან და არც წელს ონლაინ სწავლება არ გვქონია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მთავრობის გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესი მთლიანად დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა. სკოლაში სულ 24 მოსწავლე გვყავს. დაწყებითი საფეხურის სკოლაა, შესაბამისად მოსწავლეების მცირე რაოდენობიდან გამომდინარე უფრო ადვილია კოვიდსიტუაციის მართვა, ვიცავთ ყველანაირ რეგულაციებს, რეკომენდაციებს და 4 ოქტომბრიდან შეუფერხებლად ვმუშაობთ საკლასო ოთახებში“.
ნინო კიკნაველიძემ Etaloni.ge-ს ელექტრონულ ჟურნალთან დაკავშირებული გამოცდილებაც გაუზიარა და ასევე აღნიშნა, რომ სკოლის ყველა მასწავლებელს სტატუსი ამაღლებული აქვს.
„ერთი პერიოდი იყო ხარვეზები ელექტრონულ ჟურნალში, შემდეგ ეს გამოსწორდა. მასწავლებლებს არ აქვთ პრობლემა, რადგან შარშანაც ვაწარმოებდით ელექტრონულ ჟურნალს, ეს შეიძლება უფრო სისტემის ტექნიკური ხარვეზი იყოს ხოლმე. ჩვენი სკოლის ყველა მასწვლებელი სტატუსიანია, ერთი წამყვანი მასწავლებელიც გვყავს. ვფიქრობ, რომ გამოცდები აუცილებელია, ისე არ შეიძლება, მაგრამ ამდენი დავალებების, ტრენინგების, ონლაინ სწავლების გამო მოსწავლისთვის ნაკლები დრო რჩებათ მასწავლებლებს“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
კლუბური მუშაობის ფარგლებში, მოსწავლეები მრავალფეროვან აქტივობებში არიან ჩართულნი
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება