მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, V კლასის II სემესტრიდან XII კლასის ჩათვლით სპორტში, საგანში „საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება“, ასევე არჩევით საგნებში მოსწავლე ჩათვლის სისტემით ფასდება. პედაგოგმა ჟურნალში შესაბამისი შეფასება - „ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა“ უნდა შეიტანოს.
მიუხედავად კანონით განსაზღვრული ვალდებულებისა, მასწავლებლებს ელექტრონულ ჟურნალში ჩათვლის დაწერის საშუალება არ ეძლევათ. როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ დროს პედაგოგები, რომლებიც სპორტს, არჩევით საგნებს ან საგზაო ნიშნებს ასწავლიან?
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აღნიშნული საგნების მასწავლებლებმა ჩათვლის სისტემით მოსწავლე მხოლოდ სემესტრის ბოლოს უნდა შეაფასონ.
პედაგოგებმა, რომლებმაც არჩევით საგნებში, ასევე სპორტში და საგანში „საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება“ შემაჯამებელი გაკვეთილები დანიშნეს, შესაბამის ველში ჩათვლის ნაცვლად განმსაზღვრელი შეფასება უნდა დაწერონ. მათ შემაჯამებლის შეფასებისას კომენტარის „ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა“ საშუალება არ მიეცემათ, შემაჯამებელის შეფასების ველში ჩათვლის დაწერისას გამოუჩნდებათ „ნიშნის დაწერა აუცილებელია“, სადაც მათ მოსწავლე ქულებით უნდა შეაფასონ.
გარდა შემაჯამებლების შეფასებისა, პედაგოგები, რომლებიც აქამდე საგნებში ბავშვებს ჩათვლის სისტემით აფასებდნენ, სემესტრის განმავლობაში მოსწავლეებს განმსაზღვრელ ნიშნებს დაუწერენ, სემესტრის ბოლოს კი მასწავლებლებს ელექტრონულ ჟურნალში შეფასების „ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა“ დაწერის საშუალება ექნებათ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.