მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის კერძო რუსულენოვანი სკოლა „ინტელექტის“ მესამე კლასის მოსწავლეები ბუნებაში დამხმარე სახელმძღვანელოდ რუსულ წიგნს - „Окружаюший Мир“-ს იყენებენ.
ერთ-ერთი მოსწავლის მშობლის რუსტემ სულეიმანოვის უკმაყოფილება სწორედ ამ სახელმძღვანელოში არსებულმა რუკამ გამოიწვია, სადაც ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ისევე როგორც ყირიმი, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიებად არის აღიარებული.
რუსტემ სულეიმანოვმა რუკას ფოტო გადაუღო და სოციალური ქსელით გაავრცელა. როგორც თავად აღნიშნავს, წიგნი სკოლის რეკომენდაციით შეიძინა. მისი თქმით, აღნიშნული პროტესტის შემდეგ სკოლამ სახელმძღვანელოებში რუკები თეთრი ფურცლებით გადაფარა. მოსწავლის მშობელი დასძენს, რომ წიგნის შეძენა ნებისმიერ ადგილზეა არის შესაძლებელი.
საკითხის გასარკვევად, Etaloni.ge სკოლის დირექციას დაუკავშირდა.
დირექტორის თანაშემწის ნიკოლოზ ჩხარტიშვილის თქმით, აღნიშნული სახელმძღვანელო კლასგარეშე ლიტერატურაა და წიგნი მშობლებმა თავიანთი სურვილით შეიძინეს:
„ჩვენ სკოლაში გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებით ვასწავლით. რაც შეეხება კლასგარეშე სახელმძღვანელოებს, სპეციალური კომისია მას სასწავლო წლის დასაწყისში ამოწმებს. კომისიამ ეს წიგნი შეამოწმა და აღნიშნული რუკები საერთოდ ამოჭრა.“
- რატომ მოხდა ისე, რომ ერთ-ერთი მოსწავლის წიგნში მაინც იყო რუკა?
- ასე იმიტომ მოხდა, რომ წლის დასაწყისში მშობელი რუსტემ სულეიმანოვი არ იმყოფებოდა კრებაზე და შესაბამისად, მისი შვილის წიგნიდან არ მოხდა რუკის ამოჭრა. მოსწავლეს ეს წიგნი სკოლაში არც მოუტანია და შესაბამისად, მას სახლში წიგნებს ვერ შევუმოწმებდით.
- რა რეაგირება მოჰყვა თქვენი მხრიდან სოციალურ ქსელში ამ ფოტოს განთავსებას. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სკოლის ადმინისტრაციამ მშობელს ბოდიში მოუხადა?
- ბოდიშის მოხდის ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება. სკოლის დირექტორმა დაიბარა მშობელი და უბრალოდ სიტუაციაში გარკვევა სცადა. ჰკითხა თუ რატომ არ მიმართა პირველ რიგში სკოლას? მშობელმა ეს ბოდიშად აღიქვა. არადა ასე არ ყოფილა.
- როგორც ვიცით, დაახლოებით 3 წლის წინ ასეთივე წიგნები შეიტანეს თქვენს სკოლაში.
- 2007 წლამდე რუსეთში ვუკვეთავდით წიგნებს და მაშინ რუკები სწორად იყო შედგენილი. 2015 წელს გეოგრაფიის სახელმძღვანელო შევუკვეთეთ და ჩამოვიდა უახლესი გამოცემა, სადაც უკვე შეცვლილი იყო რუკები. სახელმძღვანელოები, სადაც ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ისევე როგორც ყირიმი, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიებად იყო აღიარებული, სასწავლო წლის დაწყებამდე გავანადგურეთ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პასუხისმგებლობას სკოლის ადმინისტრაციას აკისრებს:
„სამინისტრო მხოლოდ გრიფირებულ სახელმძღვანელოებზეა პასუხისმგებელი. დანარჩენს სკოლა წყვეტს და სწორედ სკოლის ადმინისტრაციას ეკისრება პასუხისმგებლობა,“- აღნიშნეს სამინისტროში.
თბილისში, ისნის რაიონში მდებარე რუსულენოვანი კერძო სკოლა „ინტელექტი“ 2006 წელს დაარსდა. სკოლაში 12 ქვეყნის 17 ეროვნების მოქალაქე, ჯამში კი 370-მდე მოსწავლე სწავლობს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“ ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სამოქალაქო კლუბის წევრებმა ამ დღესთან დაკაშირებით, ცნობიერების ამაღლების კუთხით გამართეს პრეზენტაცია
ანა კალანდაძის ამღერებულ ლექსებში გაცოცხლებულმა ლამაზმა საქართველომ მოსწავლეთა აღფრთოვანება გამოიწვია