სიახლეები
სკოლები

ახალსოფლის საჯარო სკოლა დასწრებით ფორმატში სწავლას, რეგულაციების დაცვით, 8 ნოემბერს დაუბრუნდება
03-11-2021
-
+


მთავრობისა და საკოორდინაციო საბჭოს მიერ სკოლებისთვის შემუშავებული რეგულაციების თანახმად, სკოლებში კორონავირუსის აღმოჩენის შემთხვევაში წერტილოვანი შეზღუდვები ხორციელდება, რათა ნაკლებად შეფერხდეს სასწავლო პროცესი.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ტომარაძე Etaloni.ge-ს უზიარებს საკუთარი სკოლის გამოცდილებას და აღნიშნავს, რომ სასწავლო პროცესის მთლიანად დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას, ნაწილობრივი შეზღუდვების განხორციელება ჯობია, რის პრაქტიკასაც სკოლა წარმატებით იყენებს.  ახალსოფლის სკოლა ამჟამად ონლაინ სწავლების რეჟიმში იმყოფება და სწავლა-სწავლების პროცესს დასწრებულად 8 ნოემბერს განაახლებს.

„ კოვიდთან დაკავშირებით გაგვირთულდა მდგომარეობა და ამჯერად სკოლა ონლაინ სწავლებაზეა. ბავშვებსაც და მასწავლებლებსაც ვირუსი დაუდასტურდათ და მთელი სკოლა დისტანციურზე გადავედით, ეს მოხდა 26 ოქტომბერს. 8 ნოემბერს ისევ დავუბრუნდებით საკლასო ოთახებს. რა თქმა უნდა, ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე, მაგრამ დასწრებულად სწავლას ვერაფერი შეცვლის. ბავშვებიც და მასწავლებლებიც სხვა ხალისით არიან სასწავლო პროცესში ჩართული. შარშანდელთან შედარებით ონლაინ სწავლებაც უფრო გამართულია, ბავშვები ახერხებენ  გაკვეთილებში ჩართვას, მიეჩვივნენ ამ რეჟიმს. აღარც მასწავლებლებს უჭირთ და არც ბავშვებს. კი გვაქვს შეფერხებები, ხან ინტერნეტ პრობლემაა და ხან სხვა. თუმცა, ასეთ შემთხვევაში დამატებით გაკვეთილებს ვუტარებთ ბავშვებს, რომ ჩამორჩენა და შეფერხება არ ჰქონდეთ“.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა დასწრებულ სასწავლო რეჟიმს უკვე მომავალი კვირიდან, ყველა რეგულაციისა და რეკომენდაციის დაცვით დაუბრუნდება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება

ქართული დროშა სიძველით მსოფლიოში მეორე ადგილზეა 

რეგისტრაცია დაიწყო - განრიგი და ტესტების ნიმუშები

სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ხვალიდან განახლდება

სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მონიტორინგის შედეგები ცნობილია - ანგარიში 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა 2024 წელი გააცილეს და ახალი 2025 წლის შემობრძანება იზეიმეს

საახალწლო ზარ-ზეიმმა მთელი სკოლა მოიცვა

აღნიშნული სპექტაკლით მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ახალი 2025 წელი 

საინტერესო

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

სიახლეები
საზოგადოება