სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბოტანიკურ ბაღში საკუთარი ნამუშევრები გამოფინეს 
03-11-2021
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეები ბოტანიკურ ბაღს სტუმრობდნენ. 

ისინი ბოტანიკურ ბაღში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის ია კლდიაშვილის ხელმძღვანელობით, პროექტის - „ჯანსაღი ცხოვრების წესის“, ფარგლებში იმყოფებოდნენ. 

მოსწავლეები აღნიშნულ აქტივობაში დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ. მათ დაათვალიერეს ბოტანიკური ბაღი, შემდეგ სასურველი ხედი შეარჩიეს და პეიზაჟები დახატეს. იქვე მოაწყვეს თავიანთი ნახატების გამოფენაც. 

„თანამედროვე პირობებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კუთხით, სკოლაში მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება.
პროექტის - „ჯანსაღი ცხოვრების წესის“, ფარგლებში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი, ია კლდიაშვილი და V კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ  ბოტანიკურ ბაღს.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ბოტანიკური ბაღი, შეარჩიეს სასურველი ხედი და დახატეს პეიზაჟები პლენერზე.
ხატვის პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. მუშაობის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები და იქვე მოაწყვეს გამოფენა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

როგორ განისაზღვრება მითითებული საგანმანათლებლო პროგრამებიდან რომელზე უნდა მოიპოვოს სწავლის გაგრძელების უფლება აბიტურიენტმა?

როდის უნდა დაბრუნდნენ სკოლაში პედაგოგები და სხვა თანამშრომლები - სამინისტრო განმარტავს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი ფატმან ლაკლაკიშვილი პასუხობს

„ვისურვებდი არასდროს დავღლილიყავი ჩემი ქვეყნისა და ახალგაზრდების სამსახურში“

სკოლები
საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება