TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

მასწავლებლები თვეში ერთი კვირის ხელფასს იღებენ - პედაგოგები სტატუსის დანამატების ნაცვლად თანხის სრულად ანაზღაურებას ითხოვენ
05-11-2021
-
+


მასწავლებლები ანაზღაურებას საათობრივი დატვირთვის მიხედვით იღებენ. თუ პედაგოგი კვირაში მინიმუმ 15 გაკვეთილს ატარებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას სრული დატვირთვა აქვს და სტატუსის დანამატსაც მიიღებს.

პედაგოგების ხელფასი მარტო სტატუსსა და საათებზე არ არის დამოკიდებული, თითოეული პედაგოგის ანაზღაურება განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვითაც განსხვავდება. ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის დიპლომის შესაბამისად, მასწავლებლებს განსხვავებული ხელფასი აქვთ, თუმცა რაც ყველას აერთიანებს ისაა, რომ ყველა მასწავლებელი თვეში ერთი კვირის შესაბამის ანაზღაურებას იღებს.

5-დან 10 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილებისა და მაგისტრის დიპლომის მქონე მასწავლებლისთვის, კანონის მიხედვით, სრულ განაკვეთზე თანამდებობრივი სარგო 542.70 ლარია, შესაბამისად თითოეული საათის ანაზღაურება 30 ლარი გამოდის. ამავე სამუშაო სტაჟით, ბაკალავრის დიპლომის მქონეებს კი სრულ განაკვეთზე 27 ლარი ექნებათ. აღნიშნულ თანხებს სტატუსის დანამატებიც ემატება: უფროსს - 570, წამყვანს - 950, მენტორს - 1250 ლარი და პედაგოგის საბოლოო ხელფასი გამოდის (თანხები საშემოსავლოს ჩათვლითაა დაანგარიშებული).

რომ არა სტატუსის დანამატი, მასწავლებლების ხელფასი მცირეა.  როგორც ზემოთ აღნიშნული მაგალითებიდან ჩანს, მაგისტრის მქონე პედაგოგის თითო გაკვეთილის ანაზღაურება, რეალურად, დაახლოებით, 7 ლარია, არადა მასწავლებლებმა იციან, რომ ხელფასს საათების მიხედვით იღებენ და წესით, თითო საათში, 30 ლარი უნდა ჰქონდეთ. ბაკალავრის დიპლომით კი პედაგოგი თითო გაკვეთილში 6 ლარამდე იღებს, ნაცვლად 27 ლარისა.

პედაგოგები ამ თემას სოციალურ ქსელშიც განიხილავენ და ითხოვენ, რომ მათ სტატუსის დანამატის ნაცვლად კუთვნილი ანაზღაურება მიიღონ. თუმცა პედაგოგთა ანაზღაურების სქემა პირდაპირაა დაკავშირებული კარიერული წინსვლის სქემასთან, შესაბამისად, სტატუსის დანამატები ასე მარტივად ვერ გაუქმდება, მით უმეტეს, რომ სტატუსის მოსაპოვებლად მასწავლებლებმა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდები ჩააბარეს და სხვადასხვა აქტივობა შეუფასდათ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება