მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლაში სწავლა დასწრებითი ფორმატით მიმდინარეობს. იმის მიუხედავად, რომ სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს რამდენიმე დღე ისევ ონლაინ სწავლებაზე მოუწიათ გადასვლა, კვლავ საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ და სასწავლო პროცესი წარმატებით, შეუფერხებლად გაგრძელდა.
ნესტან ონიანი, სოფელ მუხრანას საჯარო სკოლის დირექტორი Etaloni.ge-ს განვლილ ერთ თვეზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ვინაიდან მათ სოფელში ინტერნეტთან წვდომა შეზღუდულია, დასწრებულად სწავლას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. თუმცა ისეთ დროს, როდესაც მაინც უწევთ ონლაინზე გადასვლა, მასწავლებლები ყველაფერს აკეთებენ, რომ ბავშვები ამეცადინონ:
„4 ოქტომბერს პირისპირ დავიწყეთ სწავლა, მერე რამდენიმე მასწავლებელი დაინფიცირდა და ზუსტად ათი დღე ვიყავით კარანტინში. 23 ოქტომბერს, ისევ საკლასო ოთახებში დავბრუნდით და მას შემდეგ შეუფერხებლად ვსწავლობთ. ახლაც ორი მასწავლებელი ინფიცირებულია, თუმცა სამინისტროსთან თანამშრომლობით გადავწყვიტეთ, რომ არ იყო მთლიანად დისტანციურ სწავლაზე გადასვლის აუცილებლობა და მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვით შემოვიფარგლეთ. მასწავლებლები არიან ვაქცინირებული, მაგრამ ისეთი ვირუსია, მაინც ინფიცირდებიან. დისტანციური სწავლის საშუალება ჩვენს სოფელში ნაკლებად არის, იმიტომ რომ ბავშვებს არა აქვთ ინტერნეტთან წვდომა, კომპიუტერები არ აქვთ. კომპიუტერები გამოვიდა წყობიდან, სკოლაში ტექნიკის განახლება ვითხოვეთ. „ბუკები“ ვისაც აქვს დაწყებით საფეხურზე ისინი მუშაობენ, უფრო მაღალკლასელებს უჭირთ. სოფელში არიან სოციალურად შეჭირვებული ოჯახები, მათ არ აქვთ ხელმისაწვდომობა ტექნიკაზე და ვერ არიან სრულფასოვნად ჩართულები, მაგრამ მასწავლებლები ყველაფერს აკეთებენ რომ სასწავლო პროგრამას არ ჩამორჩნენ.“
სოფელ მუხრანას საჯარო სკოლაში 178 მოსწავლე სწავლობს, პერსონალისა და მასწავლებლების რიცხვი კი 34-ს შეადგენს. დირექტორის ნესტან ონიანის თქმით, პედაგოგთა უმრავლესობა ორჯერადად აცრილია, ხოლო სკოლა რეგულაციების სრული დაცვით მუშაობს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით იგავ-არაკები წაიკითხეს და განიხილეს
ხელფასი 6570 ლარია - დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კონკურსს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აცხადებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოზარდებმა ნახეს სცენაზე გაცოცხლებული ნოდარ დუმბაძის ერთ-ერთი შესანიშნავი ნაწარმოები
ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნეს ვიდეო დავით აღმაშენებელზე
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე