მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ერთადერთი გზა, რაც ქვეყანას გადაარჩენს, შერჩეულ ჯგუფებში ვაქცინაცია გავხადოთ სავალდებულო და რაც შეიძლება სწრაფად ავამოქმედოთ კოვიდ-პასპორტების სისტემა, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე სპეციალისტები დიდი ხანია საუბრობენ: „ამ განცხადებიდან ძალიან ბევრი დეტალი დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი ექიმების და პროფესიონალების სურვილია, რომ ქვეყანაში დაიწყოს კოვიდპასპორტის გამოყენება, მაღალი რისკის ჯგუფებში ვაქცინაცია გახდეს სავალდებულო. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანი და დროულია. ძალიან კარგი იქნება, თუ ხელისუფლება გაითვალისწინებს ამ რეკომენდაციებს, სხვა გამოსავალი სამწუხაროდ არ ჩანს. პანდემიის შეჩერების არანაირი სხვა რესურსი არ გვაქვს, ვაქცინაციის რესურსი ამოწურულია. ხალხის დარწმუნების, დაჯერებისა და თუნდაც, ინფორმაციის მიწოდების რესურსი ამოწურულია, რადგან უკუგება ნულის ტოლი გვაქვს. ერთადერთი გზა, რაც ქვეყანას გადაარჩენს, არის სწორედ ვაქცინაცია გავხადოთ სავალდებულო შერჩეულ ჯგუფებში და რაც შეიძლება სწრაფად ავამოქმედოთ კოვიდპასპორტების სისტემა, - ეს გზა გაიარა ძალიან ბევრმა ქვეყანამ. ბევრ ქვეყანაში ამ გზას ძალიან კარგი შედეგი მოჰყვა მყისიერი ზრდა ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის, მაგრამ ერთი უნდა გავითვალისწინოთ, შეიძლება ხვალ და ზეგ, ამ მოწოდების შემდეგ, ამ ღონისძიებების დანერგვის შემდეგ გაიზარდოს ნაკადი ვაქცინაციის კაბინეტებში, მაგრამ შედეგი გვექნება ძალიან გვიან - 5-6 კვირა არის აუცილებლად გასათვალისწინებელი, რომ გვექნება ლოდინის პერიოდი".
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.