მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლელა ცარციძე მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსის 2021 წლის გამარჯვებული გახდა ნომინაციაში - „წლის საუკეთესო დამწყები პედაგოგი“.
ლელა ცარციძისთვის რეგიონული კონკურსში გამარჯვება დიდი დაფასება და სტიმულია.
„წლის საუკეთესო დამწყები პედაგოგი“ აღნიშნავს, რომ პროფესიის არჩევაზე ბევრი არ უფიქრია, რადგან ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში მისი უსაყვარლესი საგანი იყო. პროფესიის სიყვარულმა კი დედაქალაქიც დაატოვებინა და საცხოვრებლად მაღალმთიან სოფელში გადავიდა.
„ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში ჩემი უსაყვარლესი საგანი იყო, ამიტომ პროფესიის არჩევაზე ბევრი არ მიფიქრია - ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე ჩავაბარე. 2017 წელს თარგმანმცოდნეობის მაგისტრი გავხდი. ამჟამად განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ვსწავლობ.
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მასწავლებლობა ჩემი მოწოდება იყო, თუმცა პროფესიაში სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი: ალალბედზე გავგზავნე განაცხადი პროგრამა „ასწავლე საქართველოსათვის“ მასწავლებელთა ვაკანსიაზე. ჩემმა ცდამ გაამართლა, კონკურსში გავიმარჯვე და განაწილებით მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის საჯარო სკოლაში მოვხვდი.
მთა ძალიან მიყვარს, ამიტომ სიხარულით დავეთანხმე შემოთავაზებას. თბილისიდან ავიბარგე და საცხოვრებლად ამ პატარა სოფელში გადმოვედი. რამდენიმე თვის წინ ოჯახი შევქმენი. გამიჭირდა, მაგრამ სკოლის მიტოვება მაინც ვერ შევძელი. ოჯახის ნახვას მხოლოდ შაბათ-კვირას ვახერხებ. ესეც იქამდე, სანამ დიდთოვლობის გამო გზები ჩაიკეტება.
უგზოობა და ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის არარსებობა ამ სოფლის უმთავრესი პრობლემებია. მეცხრე კლასის მერე მოსწავლეები იძულებულნი არიან სწავლა სხვა სკოლაში გააგრძელონ და მშობლებიც მამაპაპისეულ სახლ-კარს ტოვებენ...
წელს მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსის გამარჯვებული გავხდი. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი დაფასება და სტიმულია!“,- აღნიშნავს პედაგოგი.
იელის სკოლის გუნდი დირექტორის ხელმძღვანელობით ლელა ცარციძეს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
„იელის სკოლის გუნდი დირექტორის მეთაურობით ულოცავს მას ამ წარმატებას და კიდევ და კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებს“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება