მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სწავლის დასწრებულ რეჟიმში დაწყებიდან ერთი თვე გავიდა, სკოლები ეპიდსიტუაციის მართვას რეგულაციების დაცვით ახერხებენ. იმ შემთხვევაში კი თუ ვირუსი მაინც იჩენს თავს, წერტილოვან შეზღუდებს მიმართავენ.
იმ სკოლებს შორის, ვინც გასული ერთი თვის განმავლობაში სასწავლო პროცესის უწყვეტობის შენარჩუნება შეძლო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლაცაა. სკოლის დირექტორი ეთერ ნადირაძე Etaloni.ge-ს განვლილ ერთ თვეზე ესაუბრა:
„4 ოქტომბრიდან დასწრებული რეჟიმით გავდივართ სასწავლო პროცესს და არანაირი შეფერხება დღემდე არ გვქონია. ვირუსის მხრივაც სიმშვიდე გვაქვს. ზედმიწევნით ვიცავთ ყველა რეგულაციასა და რეკომენდაციას - იქნება ეს თერმოსკრინინგი, გეგმიური ტესტირება, სისტემატური დეზინფექცია თუ სხვა. რაც ყველაზე მთავარია სკოლის 16 მასწავლებლიდან 13 ორჯერადად აცრილია. როდესაც საერთო გადაწყვეტილებით დისტანციურად გვიწევს სწავლა, ბავშვებს უჭირთ სრულფასოვნად ჩართვა, ზოგს შესაბამისი ტექნიკა არ აქვს, ზოგ ოჯახში 3-4 ბავშვია და ვერ ახერხებენ რომ დაესწრონ. იმედი გვაქვს აღარ მოგვიწევს ონლაინ რეჟიმზე გადასვლა, სკოლაში ყველა პირობა შექმნილია, გათბობაც ჩართულია და ყველაფერი გამართულია სრულფასოვანი სწავლისთვის“.
სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლაში ამჟამად 48 მოსწავლე სწავლობს. მიმდინარე სასწავლო წელს არც მოსწავლეებში და არც მასწავლბლებში კორონავირუსის შემთხვევა არ გამოვლენილა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება