სიახლეები
სკოლები

ხაიშის საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ
04-11-2021
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს - დავით გუჯეჯიანს, მარიამ წერეთელს, ილიკო უმფრიანს, გიორგი ჭკადუას და მირანდა გულედანს კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ.

სკოლის დირექცია მიღებულ ჯილდოს მთელს სასკოლო საზოგადოებას ულოცავს და მისალოც წერილს ავრცელებს:

„ჩვენო ძვირფასო კოლეგებო, მშობლებო და აღსაზრდელებო, ქვეყანაში პანდემიით გამოწვეულ ნაცრისფერ თალხს, დღეს ჩვენს სკოლაში მზის შუქი შემოეპარა, საკმაოდ თვალისმომჭრელი მზის შუქი.. როგორც იქნა სკოლამ მიიღო თავისი აღსაზრდელების მიერ დამსახურებული და ბეჯითი სწავლით მოპოვებული 1 ვერცხლის და 4 ოქროს  მედალი. ჩვენი მედალოსნები არიან: დავით გუჯეჯიანი, მარიამ წერეთელი, ილიკო უმფრიანი, გიორგი ჭკადუა და მირანდა გულედანი. ვულოცავთ ბავშვებს, მათ პედაგოგებს, ჩვენს დირექტორს, სასწავლო ნაწილს და მშობლებს ასეთი სანიმუშო ჯილდოს მიღებას“, - წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

როგორ განისაზღვრება მითითებული საგანმანათლებლო პროგრამებიდან რომელზე უნდა მოიპოვოს სწავლის გაგრძელების უფლება აბიტურიენტმა?

ახალი სასწავლო წლის საათობრივი ბადე მე-12 კლასისა და საშუალო საფეხურისთვის

როდის უნდა დაბრუნდნენ სკოლაში პედაგოგები და სხვა თანამშრომლები - სამინისტრო განმარტავს

რა შემთხვევაში მიიღებენ ოჯახები 350-500 და 800-ლარიან დახმარებას - ბიუჯეტი

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება