სიახლეები
სკოლები

დეხვირის საჯარო სკოლაში შემოდგომას ღონისძიება მიეძღვნა 
05-11-2021
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში შემოდგომის სეზონს შთამბეჭდავი, ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს.

მოსწავლეები შემოდგომის მზიან დღეს სკოლის ეზოში შეიკრიბნენ და საშემოდგომო ნობათი გამოფინეს.

„შემოდგომის მზის ალმაცერა სხივები ჯერ კიდევ ათბობს და ახარებს სკოლის ეზო-გარემოს. ულამაზესი სოფლის, ისტორიული სკოლის ჭკვიან და გამრჯე სკოლის საზოგადოების შრომა-ჯაფით მოწეული მოსავალი ამაყობს და თავს იწონებს მრავალფეროვნებით. სკოლის სასწავლო ნაკვეთი, ადგილი, სადაც თვალს და გულს უხარია წელიწადის ყველა დროს. და რა სჯობს შენი ხელით, მოწეულ და მორთმეულ, ეკოლოგიურად სუფთა და გემრიელ ნობათს?! დღეს, საშემოდგომო ხვნა-თესვაც გავმართეთ, ხორბლის უნიკალური ჯიშები - „ზანდური“, „მახა“, „დიკა“ მეორედ სტუმრობს მშობლიურ ადგილს.. მალე, ყველა ერთად დავაგემოვნებთ ნატურალურ და სურნელოვან პურს. სწავლის, შრომის და გართობის მზაობა გვაქვს მუდამ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

როგორ განისაზღვრება მითითებული საგანმანათლებლო პროგრამებიდან რომელზე უნდა მოიპოვოს სწავლის გაგრძელების უფლება აბიტურიენტმა?

ახალი სასწავლო წლის საათობრივი ბადე მე-12 კლასისა და საშუალო საფეხურისთვის

როდის უნდა დაბრუნდნენ სკოლაში პედაგოგები და სხვა თანამშრომლები - სამინისტრო განმარტავს

რა შემთხვევაში მიიღებენ ოჯახები 350-500 და 800-ლარიან დახმარებას - ბიუჯეტი

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება