მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ანგარიში გამოქვეყნა, რომლის თანახმად 2021 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, 0-დან 18 წლის ჩათვლით პირების კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა - 90 680-ია და ეს ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 14,8% გახლავთ.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან სტაციონარული მკურნალობა ჩაუტარდა 7 708 ბავშვს (ინფიცირებული ბავშვების 8,5%), მათ შორის ლეტალური გამოსავალი დაფიქსირდა 8 შემთხვევაში. ჰოსპიტალური ლეტალობა 0,1%-ს შეადგენდა.
ამასთან, 18 წლამდე ასაკში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა 2020 წლის ოქტომბერ-დეკემბერსა და 2021 წლის ივლისი-სექტემბერში.
2021 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, ინფიცირებულთა შორის 0-დან 15 წლამდე ბავშვების მაჩვენებელი 10%-ს, ხოლო მოზარდები და ახალგაზრდები (15-24) 12%-ს შეადგენს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.