მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსის“ ორგანიზებით კოსტიუმირებული წვეულება გაიმართა. წვეულებაზე მე-2 კლასის მოსწავლეებმა ზღაპრული პერსონაჟების როლები მოირგეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მნიშვნელოვანია ბავშვებმა სხვა ქვეყნის ტრადიციების შესახებ იცოდნენ, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა წვეულება, რომელიც ჰელოუინთან დაკავშირებით გაიმართა.
„დრაკულა, კრუელა, ბოროტი დედოფალი, ყვავილების გოგონა, ნინძა, ჯადოქარი... ეს იმ პერსონაჟების ჩამონათვალია, რომლებიც ჩვენმა მე-2 კლასის მოსწავლეებმა „სკოლა ჰელიოსის“ მიერ ორგანიზებულ კოსტიუმირებულ წვეულებაზე წარადგინეს. აუცილებელი და მნიშვნელოვანია თითოეული ბავშვი ფლობდეს ინფორმაციას სხვა ქვეყნის ტრადიციის შესახებ, წლევანდელი წვეულების მთავარი მიზანიც კულტურათაშორისი ურთიერთობების გამყარებას ემახურებოდა. მოსწავლეები გაეცნენ ჰელოუინის ტრადიციის ბაზისებს, ინგლისურ ენაზე შეისწავლეს ამ დღესასწაულთან დაკავშირებული ლექსიკური ერთეულები, გააკეთეს ჰელოუინის თამაშის - trick or treat იმიტირება სიმღერით. „სკოლა ჰელიოსში“ ჰელოუინის 2021 წლის წვეულება დიდი მხიარულებითა და საზეიმო განწყობით დასრულდა“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ქართლის ბედზე სასაუბროდ მიიწვიეს სასკოლო საზოგადოების წევრები
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება