სიახლეები
სკოლები

ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს მედლები გადაეცათ
05-11-2021
-
+


აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის 2018-2019-2020 წლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ.

მედლებით დაჯილდოვდნენ შემდეგი კურსდამთავრებულები:

  1. გეგა ქუხილავა;
  2. გიორგი ქარდავა;
  3. მალხაზ ფიფია;
  4. ლუკა შელია;
  5. მამუკა ქუხილავა;
  6. ნანუკა ქუხილავა.
კურსდამთავრებულებმა ნანუკა ქუხილავამ და გეგა ქუხილავამ აღნიშნულ ფაქტს ემოციური წერილები მიუძღვნეს:

„ყველაზე ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში! ამ 12 წელს ამაოდ არ ჩაუვლია მადლობას ვუხდი ჩემს უსაყვარლეს მასწავლებლებს, რომლებიც სწავლის მხრივ სულ მაძლევდნენ სტიმულს“, - წერს ნანუკა ქუხილავა.

წარჩინებული კურსდამთავრებული, გეგა ქუხილავა შემდეგ სამადლობელ წერილს აქვეყნებს:

„სასიამოვნოა ის ემოცია, რომელიც ამ ნივთის შეხედვისას მეუფლება. წამებში გაიელვებს გონებაში სკოლაში ყოფნის დროს განვლილი მნიშვნელოვანი კადრები. ყველა ის ემოცია, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გამყვება. მარტივი ნამდვილად არ ყოფილა ეს 12 წელი. იყო ბევრი სირთულე, მიუხედავად ამისა, ის სოციუმი, რომელშიც მიწევდა ყოველდღიურად ცხოვრება, მიბიძგებდა და მეხმარებოდა დამეძლია გარკვეული სირთულეები (ნუ სხვადასხვა ფორმით); სულაც არ ყოფილა მარტივი, მაგრამ არც ისეთი რთული, რომელსაც მომავალში ცუდად გავიხსენებ. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მცირე წვლილი მაინც შეიტანეს ჩემს აღზრდა განათლებაში! მადლობა ჩემს სკოლას (ჩქვალერის ეგნატე ფიფიას სახელობის საჯარო სკოლა) იმისთვის, რომ იქ მყოფ ადამიანებთან ერთად დამეხმარნენ მიმეღო ის საჭირო, საშუალო განათლება, რომელიც ყოველდღიურად მეხმარება ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის გააზრებასა თუ გადაწყვეტაში. მადლობა იმისთვის, რომ დამეხმარნენ ვყოფილიყავი ადამიანი, რომელსაც სურს მუდამ ილტვოდეს პროგრესისკენ, აკეთოს საქმე, არამარტო საკუთარი თავისთვის, არამედ სხვისთვისაც! ჩემი აზრით, სულაც არ არის ეს ნივთი (მედალი) იმ დატვირთვის მატარებელი, რომელიც მომავალში გზების გაკვალვაში დაეხმარება ან დაეხმარა ადამიანებს, მთავარია ის ცოდნა და დამოკიდებულება, რაც რჩება ამ 12 წლის შემდეგ. ჩემთვის მედალი არის ის ნივთი, რომელიც გამახსენებს იმ წარსულს, რომელშიც მივაღწიე და რაღაც ახალი ნაბიჯი გადავდგი შრომისა და მასწავლებლების დამსახურებით, რომ ყველაფერ მოხდა ისე (შეიძლება, არაიდეალურად) რომ ამ ყველაფრის გახსენების დროს ნაცვლად სინანულის და უკმაყოფილების, მიხაროდეს და ვამაყობდე, რომ უშედეგოდ არ ჩაუვლია 12 წელს! ამავე პოსტით მივულოცავ ყველა ჩემი სკოლის 2019-20 წლების წარჩინებულ მოსწავლეს და წარმატებები მინდა ვუსურვო თითოეულ მათგანს მომავალში! დარწმუნებული ვარ, რომ ყველა იქნება უპირველეს ყოვლისა სოფლის, ხოლო შემდეგ რაიონის ღირსეული მცხოვრები! ვისურვებდი სწორედ ჩვენი თაობა ყოფილიყოს ის ძლიერი ძალა, რომელიც დაეხმარება სრულიად საქათველოს, ერთიანი ძალებით, წინსვლაში! კიდევ ერთხელ მადლობა ჩემს სკოლას, მადლობა ქალბატონ როენა ფიფიას, ჩვენი სკოლის დირექტორს! და ყველა იმ მასწავლებელს , რომლმაც დიდი წვლილი შეიტანა ამ ყველაფერში! და რა თქმა უნდა, მადლობა ჩემს მშობლებს, იმისთვის რომ არასდროს არაფერი დაიშურეს ჩემთვის და ჩემი დებისთვის, ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი თავი და ცხოვრება 100% მიუძღვნეს შვილებს! სწორედ მათ მიუძღვით ყველაზე დიდი წვლილი ჩემი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან მოვლენაში! მამა, რომელიც პირველი თოვლის დროს ჩექმებით გზას გვიკვალავდა, რათა სკოლა არ გაგვეცდინა, დედა რომელიც დილაუთენია დგებოდა, რომ ჩვენთვის, ბავშვებისთვის (საკმაოდ რთული ბავშვები ვიყავით ჭამის კუთხით) გაეკეთებინა საუზმე, რომელიც სამივეს გემოვნებაში ჩაჯდებოდა, ან სამივესთვის სხვადასხვა რამ! ყოველთვის მითქვამს, რომ მინდა ჩემი შვილებისთვის სამომავლოდ ვიყო ისეთი მამა, როგორიც არის მამაჩემი და მათ ჰყავდეთ ისეთი დედა, როგორიც დედაჩემია! კიდევ ერთხელ, მადლობა ყველას ყველაფრისთვის“, - წერს მედალოსანი გეგა ქუხილავა.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

როგორ განისაზღვრება მითითებული საგანმანათლებლო პროგრამებიდან რომელზე უნდა მოიპოვოს სწავლის გაგრძელების უფლება აბიტურიენტმა?

ახალი სასწავლო წლის საათობრივი ბადე მე-12 კლასისა და საშუალო საფეხურისთვის

როდის უნდა დაბრუნდნენ სკოლაში პედაგოგები და სხვა თანამშრომლები - სამინისტრო განმარტავს

რა შემთხვევაში მიიღებენ ოჯახები 350-500 და 800-ლარიან დახმარებას - ბიუჯეტი

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება