სიახლეები
ინტერვიუ

„უნდა გავზარდოთ თაობები, რომლებიც მიმტევებლები იქნებიან ერთმანეთის მიმართ“-ნუგზარ ჩალათაშვილი, მზისგულის სკოლის დირექტორი 48 წლიანი გამოცდილებით
05-11-2021
-
+


სკოლის დირექტორობა ისეთი პასუხისმგებლობაა, რომელიც ადამიანისგან ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს, გათენებულ ღამეებს, ბევრ ფიქრს და არცთუ იშვიათად, რთული გადაწყვეტილებების მიღებას გულისხმობს. „როცა სკოლას სჭირდება, ხელოსანიც შემიძლია ვიყო“ - უამბობს Etaloni.ge-ს სოფელ მზისგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნუგზარ ჩალათაშვილი.

ბატონი ნუგზარი უკვე 48 წელია სკოლის დირექტორის სტატუსს ატარებს. იმის მიუხედავად, რომ 77 წლისაა, კვლავ შემართებით უძღვება საყვარელ საქმეს და სკოლას, როგორც საკუთარ ოჯახს, თავს ევლება.

- ძალიან დიდი ხანია სკოლის დირექტორი ვარ, უამრავი გამოცდა მაქვს ჩაბარებული. სკოლა ჩემთვის მეორე ოჯახია. ამჟამად მოვალეობის შემსრულებელი გახლავართ, როგორც ალბათ უმრავლესობა. ის ვიცი, რომ გამოცდა თუ იქნება, აღარ ჩავაბარებ და თუ მეტყვიან, წავიდე, მხოლოდ მაგ შემთხვევაში წავალ. სკოლაში 1971 წელს მოვედი, თავდაპირველად მოადგილე ვიყავი სასწავლო აღმზრდელობით დარგში, ორ წელში დირექტორი გავხდი და მას შემდეგ ერთგულად ვემსახურები ჩემს საქმეს.

- გამოცდილი ადამიანი ბრძანდებით, ამიტომ საინტერესო იქნება თქვენი რჩევა მათთვის, ვინც მომავალში აპირებს სკოლის დირექტორობას.

- სკოლის დირექტორობა დიდი პასუხისმგებლობაა, როგორც ჩვენი მომავალი თაობის, ასევე მათი მშობლებისა და სახელმწიფოს წინაშე. მასწავლებლებთან ერთად დიდი მოვალეობა გვაკისრია  ბავშვების აღზრდა-განათლებასა და ადამიანად ჩამოყალიბების საქმეში. მე მაგალითად მარტო მიწევს ყველაფერთან გამკლავება, სასწავლო ნაწილის გამგეც ვარ, მომმარაგებელიც და ზოგჯერ ხელოსანიც. ვფიქრობ, დირექტორი მაგალითის მიმცემი უნდა იყოს, მთლიანად უნდა ჰქონდეს გათავისებული რა არის მისი ძირითადი ამოცანა. კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს მასწავლებთან, მოსწავლეებსა და მათ მშობლებთან. ეს უნდა გაითავლისწინოს მომავალმა დირექტორმა - თუ ყურადღებას არ მიაქცევს ამ დეტალებს და საქმეს გულგრილად მოეკიდება, სკოლა წინ ვერ წავა.

- ბატონო ნუგზარ, წლების განმავლობაში რაც სკოლის დირექტორი ხართ, ქვეყანამ ძალიან ბევრი ცვლილება გაიარა. როგორ შეეხო ეს თქვენს პროფესიას, სკოლას?

- ადრე  ინფრასტრუქტურა და სკოლის მომარაგება არ იყო შესაბამისად განვითარებული. ჩვენი, ძალიან ძველი სკოლა იყო. შემდეგ ახალი სკოლა აშენდა, თუმცა წლების  გასვლის  შემდეგ მასაც სჭირდებოდა ხელის შევლება. სახელმწიფოსგან გამოგვეყო თანხა, რითაც მოვახერხეთ ინფრასტრუქტურის განახლება, ისეთი პირობებია შექმნილი, რომ მოსწავლესა და მშობელს უხარიათ ჩვენთან სკოლაში შემოსვლა. ამჟამად 75 მოსწავლე და 28 თანამშრომელი გვყავს. სკოლას ჰყავს 15 მედალოსანი მოსწავლე, რომლებიც სხვადსხვა უნივერსიტეტში წარმატებით სწავლობენ. ამ წელს გვყავს კიდევ სამი გოგონა, რომლებიც ასევე მედლის მიღეების კანდიდატები არიან. ბრწყინვალე მოსწავლეები გვყავს და ადრეც გვყავდა.

- თქვენ აღნიშნეთ წარმატებულ მოსწავლეებზე, მასწავლებლებზე რას გვეტყვით?

- მასწავლებლები ყველაფერს აკეთებენ, რომ ბავშვებმა სრულყოფილი განათლება მიიღონ, მათი დამსახურებაა ამდენი ბრწყინვალე მოსწავლე რომ გვყავს. ისინი ამასთან ერთად ზრუნავენ, რომ კარიერაშიც წინ წაიწიონ. უმრავლესობამ სტატუსი უკვე აიმაღლა, ერთი წამყვანი მასწავლებელიც გვყავს. მოგეხსენებათ პანდემიამ როგორ გაართულა სასკოლო ცხოვრება და რამდენი რამის შეთავსება მოუწიათ მასწავლებლებს. ამ ყევლაფრს რომ თავს წარმატებით გაართმევ, ნამდვილად ღირსეული ხარ და ასეთები არიან ჩვენი მასწავლებლებიც.

- თავადაც პედაგოგი ბრძანდებით, რას გვეტყვით თქვენს საგანზე - გეოგრაფიაზე?

- დიახ, მასწავლებელი ვარ. თსუ-ს გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი დავასრულე თავის დროზე. ამჟამად რამენიმე კლასს მეც ვასწავლი, მაგრამ კიდევ გვყავს სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებელი. მუშაობა საბჭოთა კავშირის პერიოდში დავიწყე, მაშინ საქართველოს გეოგრაფია ცალკე არ ისწავლებოდა, მხოლოდ 20 საათი ეთმობოდა. დღეს ბედნიერი, ვარ რომ სრულფასოვნად ისწავლება ეს საგანი, ბავშვმა აუცილებლად უნდა იცოდეს თავისი ქვეყნის, კუთხის გეოგრაფია და ისტორიაც. წელს მომეჩვენა, რომ წიგნებში ცოტა გართულებულია საკითხები. კი არ უნდა გავართულოთ ეს საგანი, არამედ მოსწავლე უნდა დავაინტერესოთ. მიმართულების მიმცემი უნდა იყოს მოსწავლისთვის სახელმძღვანლო და არა დამაბნეველი.

- ჩვენი საუბარი რომ შევაჯამოთ, გკითხავთ, რა სჭირდება დღეს ყველაზე მეტად სკოლებს და მთლიანად განათლების სისტემას?

- ჩვენ განათლებული ახალგაზრდები გვჭირდება, ისეთები, რომლებიც აქ მიღებული განათლებითაც შეძლებენ კონკურენცია გაუწიონ სხვა ქვეყნების პროფესიონალებს. სახელმწიფოს დღეს აქვს იმის პირობები, რომ ყველა მოსწავლემ შესაფერისი განათლება მიიღოს. სკოლა არის ყველაფრის საფუძველი, ამიტომ უპირველესად ყურადღება უნდა მიექცეს სასკოლა გარემოს, დისციპლინას. ჩემი სკოლა მცირეკონტიგენტიანია, აბსოლუტურად ყველა მოსწავლესთან გვაქვს ინდივიდუალური კომუნიკაცია. უნდა გავზარდთ თაობები, რომლებიც არა მარტო განათლებული არამედ მიმტევებლები იქნებიან ერთმანეთის მიმართ. თუ საერთო ენა ვერ მოვძებნეთ წინ ვერ წავალთ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ქულას მუშაობის დასრულებისთანავე დაინახავთ - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი აგრძელებს მომავალი პედაგოგების წამახალისებელ სასტიპენდიო პროგრამას

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა - რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და მშობლებმა

სიახლეები
საზოგადოება