სიახლეები
სკოლები

„ველით ჩვენს ბაღში იდეებითა და ენთუზიაზმით სავსე სტუმრებს“ - მარნეულის N2 საჯარო სკოლაში განათლების ბაღი მოეწყო
05-11-2021
-
+


„დაუღალავი შრომის, გულწრფელი მონდომების, უპირობო ენთუზიაზმისა და ერთობლივი ძალისხმევის შედეგი" - ასე გამოიყურება დღეს მარნეულის N2 საჯარო სკოლის უკანა ეზო - განათლების ბაღი.

განათლების ბაღის მოწყობის იდეა სამოქალაქო განათლების მასწავლებელს თემურ სუყაშვილს ეკუთვნის. მან ერთ გუნდად შეკრა სასკოლო თემი, რის  შედეგად, ერთი შეხედვით არარეალური იდეა, რეალობად იქცა.

განათლების ბაღის კეთილმოწყობაში უდიდესი წვლილი სკოლის დირექციას მიუძღვის. ფინანსური მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა საღებავების შეძენა და თანამონაწილეობა ფანჩანტურის მშენებლობაში.

ბაღის კონცეფციამ  რუსთავის ინოვაციების ჰაბის კონკურსში - „იდეიდან წარმატებამდე“, გაიმარჯვა რის შემდეგაც დაიდგა ფანჩატური, დაიგო ხელოვნური საფარი და მოხერხდა ხმის გამაძლიერებლის შესყიდვა.

იდეამ „ორბელიანი მეტის“ პლატფორმაზე დამატებით 740 ლარის მოგროვება შეძლო, რომელიც ასევე ბაღის კეთილმოწყობაში იხარჯება.

ბაღი სხვადასხვა ღონისძიებებს, ღია გაკვეთილებს და არაფორმალური განათლების აქტივობებს უმასპინძლებს:

„ველით ჩვენს ბაღში იდეებითა და ენთუზიაზმით სავსე სტუმრებს. გვაქვს იმედი, რომ სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები ყველა შესაძლო საშუალებით მხარს დაუჭერენ ბაღის კონცეფციის დახვეწასა და განვითარებას!“,- ნათქვამია სკოლის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

როგორ განისაზღვრება მითითებული საგანმანათლებლო პროგრამებიდან რომელზე უნდა მოიპოვოს სწავლის გაგრძელების უფლება აბიტურიენტმა?

ახალი სასწავლო წლის საათობრივი ბადე მე-12 კლასისა და საშუალო საფეხურისთვის

როდის უნდა დაბრუნდნენ სკოლაში პედაგოგები და სხვა თანამშრომლები - სამინისტრო განმარტავს

რა შემთხვევაში მიიღებენ ოჯახები 350-500 და 800-ლარიან დახმარებას - ბიუჯეტი

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება