მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საბაკალავრო პროგრამათა ჩამონათვალი, რომლებზეც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 2022-2023 სასწავლო წლისათვის მიღებას გამოაცხადებენ, აბიტურიენტებისთვის უკვე ხელმისაწვდომია.
საგანმანათლებლო პროგრამათა სიმრავლის მიხედვით (სამედიცინო მიმართულებების გამოკლებით) პირველ ადგილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იკავებს. უმაღლესმა სასწავლებელმა მიღება 65 პროგრამაზე გამოაცხადა. ამ კრიტერიუმით მეორე ადგილზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია - 58 პროგრამით. მესამე ადგილს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი იკავებს - 41 საგანამანათლებლო პროგრამით.
ჩამონათვალში ისეთი უნივერსიტეტიც შეგხვდებათ, რომელსაც მიღება მხოლოდ ერთ საგანამანათლებლო პროგრამაზე აქვს გამოცხადებული. ასეთია მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი „ალტერბრიჯი“ - საზოგადოებრივი ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამით, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი - ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამით და თბილისის თავისუფალი აკადემია ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამით.
საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა უნივერსიტეტების მიხედვით:
გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტავს, რომ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში მოცემულია საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაკეთებული პირველადი არჩევანი, ხოლო დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა დაუკავშირდეთ კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებელს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.