მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლო 11 წელია მასწავლებელთა გამოცდები ყოველ წელს ტარდება და მისი მიზანი, პედაგოგების მხრიდან კომპეტენციის დადასტურება და კარიერული წინსვლაა. გამოცდების წარმატებით ჩაბარება და სავალდებულო აქტივობების შესრულება მასწავლებლებს სტატუსს ანიჭებს.
პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, მასწავლებლებს სამი სახის სტატუსის მოპოვება შეუძლიათ, ესენია: უფროსი, წამყვანი და მენტორი. პროფესიაში, სტატუსის შესაბამისად, განსხვავებული ხელფასები არსებობს.
იმ ფონზე, რომ სტატუსიანი პედაგოგებისთვის სხვადასხვა სავალდებულო აქტივობა იგეგმება ხოლმე, მაგალითად, როგორიცაა სავალდებულო ტრენინგები და ა.შ. ჩნდება კითხვა - მუდმივია თუ არა ერთხელ მოპოვებული სტატუსი? ხომ არ მოუწევთ მასწავლებლებს, სტატუსის შესანარჩუნებლად, გამოცდების ჩაბარება განმეორებით?
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგებისთვის მოპოვებული სტატუსი უვადოა, შესაბამისად, მათთვის სტატუსის შესაბამისი ანაზღაურებაც სტაბილურია. მასწავლებელს შეუძლია სტატუსი აიმაღლოს, მაგალითად „უფროსი“ გახდეს „წამყვანი“, „წამყვანი“ კი - „მენტორი“, პირიქით კი დაუშვებელია, ისინი სტატუსით არც საფეხურით დაბლა დაიწევენ და არც მიღწეული გაუუქმდებათ. ასევე არაა საჭირო ერთი და იმავე სტატუსის დასადასტურებლად განმეორებითი გამოცდის ჩაბარება.
„მასწავლებლისთვის განსაზღვრული სტატუსის მინიჭება ხდება უვადოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება სტატუსის მქონე პირისათვის მომდევნო, მაღალი სტატუსის მინიჭება“, - წერია კანონში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.