მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში პაციენტთა მიმართვამ საგრძნობლად იმატა. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა დავით რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ამ დროისთვის, სამედიცინო დაწესებულებაში 170 პაციენტი მკურნალობს. მათი უმეტესობა მცირე ასაკისა და ქრონიკული დაავადებების მქონეა. კლინიკაში ერთი კრიტიკულად მძიმე პაციენტია.
„მაღალი მომართვიანობის გამო, საკმაოდ ბევრი პაციენტი გვყავს. მათ ჩვენს კლინიკას მაღალი ცხელებით, თავისა და კუნთების ტკივილით მომართეს. ამ ეტაპზე, მდგომარეობა დაძაბულია, თუმცა კლინიკა, შეძლებისდაგვარად, უმკლავდება არსებულ დატვირთვას“, - აცხადებს კლინიკის დირექტორი დავით რეხვიაშვილი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 755 046 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, გამოჯანმრთელდა - 693 129, გარდაიცვალა 10 509 პაციენტი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.