მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახაშის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დასწრებით რეჟიმში კოვიდრეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს; სკოლა ყველანაირი საჭირო ინვენტარით სრულად უზრუნველყოფილია.
როგორც დირექტორი, ზაურ სილაგაძე etaloni.ge-სთან აღნიშნავს, მის სკოლაში სულ ცხრამეტი მოსწავლეა და მათგან დისტანციურად სწავლების სურვილი ამ ეტაპზე არავის გამოუთქვამს; თუმცა, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლების პერიოდში ვირუსის შემთხვევის დაფიქსირების გამო რამოდენიმე დღე კვლავ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა მოუწიათ.
„ამ ეტაპზე სკოლაში ვირუსის შემთხვევა არ ფიქსირდება, შესაბამისად სწავლას დასწრებით რეჟიმში ვაგრძელებთ. მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ სკოლაში ყველა რეკომენდაციას და რეგულაციას ზედმიწევნით ვიცავთ. დისტანციური სწავლების სურვილი ამ ეტაპზე არცერთ მოსწავლეს არ გამოუთქვამს, თუმცა იყო შემთხვევა, როდესაც ვირუსი დაფიქსირდა და საგანმანათლებლო რესურსცენტრთან შეთანხმებით რამოდენიმე დღე დისტანციურ სწავლებაზე ვიყავით; თუმცა, ახლა სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში მიმდინარეობს. სკოლაში საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფილნი ვართ, სამინისტრო სადეზინფექციო საშუალებებით გვამარაგებს და ზოგჯერ საჭირო მასალებს ჩვენც ვიძენთ. პირბადეებიც მრავლად გვაქვს, რადგან ზოგჯერ სტუმარს სჭირდება ან მოსწავლეს, რომელსაც, შეიძლება, იმ წუთას თან არ ჰქონდეს. ყველაფერს ყურადღებას ვაქცევთ, რათა უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ოლიმპიადის მეორე ტურის საბოლოო შედეგები ცნობილია - ვინ გადავა III ტურში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლაში დეზინფორმაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე