თბილისის N62 სკოლის მესამეკლასელებმა, პროექტის ფარგლებში, გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს უმასპინძლეს
09-11-2021
დაკოპირებულია
-
+
ჟიული შარტავას სახელობის თბილისის N62 საჯარო სკოლის პედაგოგმა, ინეზა ფრანგიშვილმა მე-3 კლასში პროექტი - „112 ადამიანთა სიცოცხლის უფლების დაცვის სადარაჯოზე“ განახორციელა.
მესამეკლასელებმა 112-ის თანამშრომლებს საკუთარი ცოდნა გაუზიარეს და პროექტის ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობა განახორციელეს.
„112 ადამიანთა სიცოცხლის უფლების დაცვის სადარაჯოზე“ - ამ სახელწოდებით განახორციელა პროექტი უფროსმა მასწავლებელმა, ინეზა ფრანგიშვილმა მე-3 კლასში. სასკოლო პროექტის „დაცული უფლებები შენი თავისუფლებაას“, ფარგლებში. მოსწავლეები მომზადებული მასალით, ინფორმაციით, გულთბილად შეხვდნენ 112-ის თანამშრომლებს, გაუზიარეს საკუთარი ხედვა, ცოდნა სამაშველო, სახანძრო და სასწრაფო დახმარების შესახებ. მოსწავლეთა ნამუშევრებითა და გონიერებით აღფრთოვანებულმა სტუმრებმა სლაიდების დახმარებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს პატარებს და მათი ნამუშევრების 112-ის სარეკლამო ფლაერებზე, ბუკლეტებზე განთავსების ნებართვა სთხოვეს. სიმბოლური საჩუქრები განსაკუთრებულად სასიხარულო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. პროექტი ეფექტიანად განხორციელდა, მოსწავლეებმა შეიძინეს ცოდნა პირველადი დახმარების, ადამიანის სასიცოცხლო უფლების სადარაჯოზე ქცევის შესახებ. პატარებმა მასწავლებელთან ერთად საკუთარი ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს სკოლაში. მათ მოლბერტებზე განათავსეს ნახატები, მოწოდებები და ფართო საზოგადოებას გააცნეს საკუთარი ნაფიქრი და ნააზრევი სლოგანით: დაცული უფლებები შენი თავისუფლებაა. ხანძარია? აკრიფე 112, არასწორად აშენებენ სახლს? აკრიფე 112, ყინულზე ფეხი დაგიცდა? - 112, წყალდიდობაა? - 112.... მაშინ, როცა გიჭირს, მაშინ, როცა გტკივა, მაშინ, როცა გამოსავალს ვერ პოულობ, შენი სიცოცხლის უფლებას დაიცავს 112!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე