სიახლეები
სკოლები

„დღე პირველი - დღე უკანასკნელი!“ - გაიცანით, პირველი მაისის საჯარო სკოლის ცოცხალი მემატიანე - გულივერ ბუკია
09-11-2021
-
+


ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლა სკოლის ცოცხალ მემატიანეს გულივერ ბუკიას გვაცნობს. 

იგი ამჟამად 80 წლისაა, 42 წლის განმავლობაში იმუშავა სკოლაში, ახლა კი სამსახურიდან წასვლა გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ გულივერ ბუკია სკოლის შენობის საძირკვლის ჩაყრაშიც მონაწილეობდა. 

სკოლა მასთან ინტერვიუს გვთავაზობს, რომლის სახელწოდებაცაა „დღე პირველი - დღე უკანასკნელი!“

„შეიძლება ითქვას, რომ ბატონი გულივერ ბუკია ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის ცოცხალი მემატიანეა. ხუმრობა საქმე როდია 42 წელი ერთგულად ემსახურო სკოლას, იყო სოფლის ახალგაზრდობის სამსახურში. კაცი, რომელსაც ამჟამად არსებული სკოლის შენობის საძირკვლის ჩაყრაშიც კი აქვს მონაწილეობა მიღებული და ახსოვს სკოლაში არსებული თითოეული საგნის ისტორია.

80 წლის შესრულდა ბატონი გულივერი და განაცხადა: „საკმარისია! რაც შემეძლო - გემსახურეთო!“

- თქვენი დაბადების თარიღი და ადგილი...

- დავბადებულვარ 1941 წლის 28 აპრილს, ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში.

- თუ გახსოვთ სკოლაში მისვლის პირველი დღე?

- ბუნდოვნად მახსოვს... სოფელს მაშინ ხის სკოლა ჰქონდა, ორი კორპუსისგან შედგებოდა. ერთში დაწყებითი კლასების მოსწავლეები იყვნენ, მეორეში კი - საბაზო და საშუალო კლასების მოსწავლეები. ძველი სკოლა ლიანდაგებს გადაღმა, ახლანდელი საწყობის ტერიტორიაზე მდებარეობდა.

- ვინ იყო თქვენი პირველი მასწავლებელი?

- ნელი ჯობავა.

- დირექტორი?

- ვასო ბუკია.

- შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი პედაგოგები?

- სიამოვნებით, ცუცა კვიკვინია (ქართული და ისტორია), მარიამ შუშანია, ვალერიან კვიკვინია, ლამარა ბუსქანძე (რუსული), ლულიკო ქვარაია, ჟორჟი ლატარია (მათემატიკა), ნათელა მაკალათია (ქართული), ნორა მხეიძე (გერმანული), დურუ კობახიძე (ფიზიკა), თამარ შენგელია (ქიმია), ვარლამ პაჭკორია (ისტორია), ორესტი გაბრავა, კაკო ზარანდია (ფიზიკური აღზრდა).

- თქვენ ხშირად იხსენებდით, რომ მოსწავლეობისას ახალი სკოლის მშენებლობაში გარკვეული სახის მონაწილეობა მიგიღიათ. შეგიძლიათ გაიხსენოთ, ეს როგორ მოხდა?

- 1957 წელს ეს პედაგოგ დომნიკა ესებუას თაოსნობით მოხდა. მან შექმნა მოხალისე მოსწავლეთა ჯგუფი. განსაკუთრებულად ვიყავით ჩართულები სკოლის საძირკვლის ჩაყრაში.

- კიდევ რას გაიხსენებდით იმ პერიოდიდან?

- განათლების რეფორმები მაშინაც ტარდებოდა. მოხდა ისე, რომ იმ რეფორმების თანახმად, 1958 წელს, მეათეკლასელებმა, მეთერთმეტეკლასელებთან ერთად, დავამთავრეთ სკოლა.

- რა პროფესიას დაეუფლეთ?

- მაშინ აბიტურიენტობის უფლება არ გქონდა თუ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება არ გექნებოდა. ერთი წელი მუშად ვიმუშავე ქუთაისის ავტოქარხანაში, მომდევნო წელს კი კარგი მუშაობისთვის დამაწინაურეს და უბნის ოსტატის წოდებით განვაგრძე მუშაობა. 1962 წელს ქუთაისის ავტომექანიკურ სასწავლებელში ჩავირიცხე, დამთავრების შემდეგ კი მომენიჭა ტექნიკ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია.

- როგორ შეელიეთ ქუთაისს? ქალაქმა ხომ შეჩვევა იცის...

- რა თქმა უნდა, რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მით უმეტეს, რომ წარჩინებით შრომისთვის 1-ოთახიანი ბინა გადმომეცა საჩუქრად. მოგეხსენებათ, ჩვენი ტრადიციები, ოჯახი, - ეს ის ღირებულებებია, რომელსაც ანგარიშს ვუწევდით მაშინ... ასაკში შესული მშობლები ითხოვდნენ მეტ ყურადღებას.

- და დაუბრუნდით თქვენს მშობლიურ რაიონს...

- დიახ... ხობის ჩაის გადამამუშავებელ ფაბრიკაში ვიმუშავე 10 წელი უფროს ინჟინერ-მექანიკოსად. აქაც არაერთი ორდენით დამაჯილდოვეს კეთილსინდისიერი სამსახურისთვის.

- მოგვიანებით კი სოფლის სკოლის კარებიც შეაღეთ...

- ასე იყო... 1979 წლიდან პირველი მაისის საშუალო სკოლაში მუშაობა დავიწყე ხაზვისა და შრომის მასწავლებლად, 2003 წლიდან დღემდე კი ვარ სკოლის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი.

- რაიმეს ხომ არ გაიხსენებდით სასკოლო ცხოვრებიდან?

- არ ვიცი, ეს რამდენადაა თქვენთვის საინტერესო, მაგრამ კომუნისტურ პერიოდში ხშირად პრობლემა მქონდა დირექციასთან მოსწავლეების გამო, რომელთაც არ სურდათ პროფსასწავლებლებში წასვლა 8 კლასის შემდეგ. არადა დირექტორს გეგმა ჰქონდა, მე კი ამ გეგმის შესრულება მევალებოდა. ძალიან მიჭირდა ეს პროცესი.

- ბატონო გულივერ, გამოდის, რომ თქვენ ნახევარ საუკუნეზე მეტი ემსახურეთ თქვენს ქვეყანას, რაიონს, სოფელს, სკოლას...

- დიახ... დაუჯერებელია თითქოს, მაგრამ 63 წელზე მეტი მუშაობის სტაჟი გამომდის ჯამურად! ბევრ ადამიანთან მითანამშრომლია წლების განმავლობაში. ვცდილობდი, ყველასთან გამომენახა საერთო ენა. დიდთან დიდი ვყოფილიყავი, პატარასთან - პატარა... არ ვიცი, როგორ გამომივიდა, მაგრამ მე ჩემი განვლილი ცხოვრებით უკმაყოფილო არ ვარ. ჩემი ოჯახით, - შვილებით, შეძენილი შვილებით, შვილიშვილებით - ბედნიერი ვარ! მინდა მათ გარემოცვაში ვიყო მეტხანს, ამიტომაც ვამბობ, რომ საკმარისია, რაც ვიმსახურე!“

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

როგორ განისაზღვრება მითითებული საგანმანათლებლო პროგრამებიდან რომელზე უნდა მოიპოვოს სწავლის გაგრძელების უფლება აბიტურიენტმა?

ახალი სასწავლო წლის საათობრივი ბადე მე-12 კლასისა და საშუალო საფეხურისთვის

როდის უნდა დაბრუნდნენ სკოლაში პედაგოგები და სხვა თანამშრომლები - სამინისტრო განმარტავს

რა შემთხვევაში მიიღებენ ოჯახები 350-500 და 800-ლარიან დახმარებას - ბიუჯეტი

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება