სიახლეები
სიახლეები

„განათლება არის გზა თავისუფლებისა და კეთილდღეობისკენ“ -  დღეს, გელა ჩარკვიანი გარდაიცვალა
09-11-2021
-
+


ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი და პედაგოგი გელა ჩარკვიანის დღეს, 9 ნოემბერს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. უდიდესი საზოგადო მოღვაწის გარდაცვალება ნამდვილად დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის. etaloni.ge - უთანაგრძნობს ქართველ ხალხს და აქვე გთავაზობთ, მისი ერთ-ერთი ინტერვიუდან ნაწყვეტს, განათლების განმარტების შესახებ. 

და მართლაც, რა არის განათლება? - ამ კითხვაზე გელა ჩარკვიანის პასუხი იყო, რომ განათლება არის გზა თავისუფლებისა და კეთილდღეობისკენ. 

„განათლება არის კაცობრიობის მიერ დღემდე დაგროვილი გამოცდილების გათავისუფლება და ამის შედეგად თანამედროვე კატეგორიებით და ცნებებით აზროვნების უნარის შეძენა. განათლება არის გზა თავისუფლებისა და კეთილდღეობისკენ. მის გარეშე შეუძლებელია, წარმოუდგენელია ცალკეული პიროვნების ან მთელი საზოგადოების წინსვლა. დემოკრატიულ სახელმწიფოში განათლების როლი განსაკუთრებით დიდია, იმიტომ რომ მხოლოდ განათლებულ მოქალაქეს ძალუძს სწორი პოლიტიკური არჩევანის გაკეთება. ამასთან დაკავშირებით მახსენდება თომას ჯეფერსონის სიტყვები - ერი, რომელსაც უნდა იყოს თავისუფალი და უმეცარი, არასდროს იქნება თავისუფალი“. 

გელა ჩარკვიანი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998), ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენითა (2011) და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით (2013).

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება