სიახლეები
ეტალონი

„ეს ნიშნავს, რომ ფასდება შრომა“ - გორის „ეტალონ მოსწავლეს“ და კლასის დამრიგებელს მერიამ ერთწლიანი სტიპენდია დაუნიშნა
09-11-2021
-
+


ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ უკვე მრავალი წელია მოსწავლეების განათლების გაფართოებასა და მოტივაციაზე ზრუნავს. პროექტის მიზანს არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, განათლებული ახალგაზრდების გამოვლენა და მათი წახალისება წარმოადგენს და მიუხედავად იმისა, კოვიდპანდემიის გამო არაერთი პროექტი შეჩერდა, სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ეტალონს“ არც ამ რთულ პერიოდში გადაუხვევია მთავარი მიზნისთვის. ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ახლაც წარმატებით მიმდინარეობს და ერთგული თანამოაზრეების, ჭეშმარიტი „ეტალონელების“ დამსახურებით სულ უფრო მასშტაბურ სახეს იღებს. 

კიდევ უფრო საამაყო კი ისაა, რომ ადგილობრივი ხელისუფლებაც, „ეტალონის“ მხარდამხარ, ზრუნავს, ბავშვებს ჰქონდეთ უკეთ სწავლის მოტივაცია და ამის ნათელი მაგალითია ის, რომ გორის „ეტალონი მოსწავლე“ ანა თევზაძე, ასევე კლასის დამრიგებელი, ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის გერმანული ენის პედაგოგი ნანა ხაჭაპურიძე გორის მერიისგან ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100-100 ლარიან სტიპენდიას მიიღებენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა გორელი მოსწავლე „ეტალონისა“ და გორის მუნიციპალიტეტის მერიისაგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა - ინტელექტუალური კონკურსი გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.

სამივე მონაწილეს დღეს გორის მერიაში უმასპინძლეს. მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა და პროექტ „ეტალონის“ ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა თითოეულ მათგანს მიღწეული წარმატება მიულოცეს, სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.

Etaloni.ge-ს გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელს, განათლების განყოფილების ხელმძღვანელს, „ეტალონ მოსწავლეს“, სკოლის დირექტორსა და პედაგოგს ესაუბრა, რათა აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე მათი აზრი მოგვესმინა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის რამაზ შიოშვილის თქმით, პროექტი მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და „ეტალონს“ მომავალშიც ექნება მხარდაჭერა:

„ჩემი ამ თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან ვმეგობრობ „ეტალონთან“ და შეიძლება ვთქვათ, რომ ერთობლივად ვატარებთ „ეტალონის“ ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატს. 6 წლის განმავლობაში ჩვენ ყოველწლიურად ვუნიშნავთ სტიპენდიას გამარჯვებულსა და დამრიგებელს, ასევე მე-2 და მე-3 ადგილებზე გასულებსაც გადავცემთ ფასიან საჩუქრებს. ეს პროექტი მნიშვნელოვანია რეგიონისთვის - სტიმულია ახალგაზრდებისთვის, რომ მათ მეტად იზრუნონ განვითარებაზე,  მეტი  შრომა ჩადონ საკუთარ სწავლა-განათლებაში. ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი და „ეტალონი“ ჩვენ, მერიასაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ასეთ განათლებულ ადამიანებს მოვეფეროთ, წავახალისოთ და წარმოვაჩინოთ. რა თქმა უნდა „ეტალონის“ მხარდაჭერას მომავალშიც გავაგრძელებთ“.

ნინო ბერიანიძემ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელმა კი განმარტა, რომ  განათლება ყოვლეთვის პრიორიტეტულია ადგილობრივი ხელისუფლებისთვის - ბავშვებმა უნდა იგრძნონ, რომ მათი ცოდნა, შრომა და მონდომება აუცილებლად დაფასდება:

„აღნიშნული პროექტი  გორის მუნიციპალიტეტის განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. „ეტალონთან“ ჩვენ უკვე წლებია ვთანამშრომლობთ და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გორის მუნიციპალიტეტის მერია მოტივაციის ამაღლების მიზნით გამარჯვებულ მოსწავლეს და კლასის დამრიგებელს სტიპენდიას უნიშნავს. უყურადღებოდ არ დავტოვეთ აგრეთვე მე-2 და მე-3 რეიტინგულ ადგილებზე გასული მოსწავლეები და მერიამ ერთჯერადად გადასცა ფასიანი საჩუქრები. განათლება ყოველთვის პრიორიტეტული იყო ჩვენთვის, რათა ბავშვებმა იგრძნონ, მათი ცოდნა, მათი შრომა და მონდომება სათანადოდ დაფასებული იქნება“.

ანა თევზაძე, გორის „ეტალონი მოსწავლე“ კი გვიამბობს, რომ გამარჯვება მისთვის მოულოდნელი იყო და მადლობას უხდის „ეტალონს“, გორის მუნიციპალიტეტის მერიას გამოჩენილი ყურადღებისთვის:

„თავიდან არ ველოდი გამარჯვებას, იმის მიუხდავად რომ კარგად ვსწავლობ, კონკურენტებიც ძლიერები მყავდნენ, ამიტომ არ მიფიქრია, რომ აუცილებლად მე ავიღებდი 1-ელ ადგილს. „ეტალონი“ მოტივაციას მაძლევს, რომ მომავალში უფრო წინ წავიდე. ამჟამად ვემზადები ფინალური ეტაპისთის, რომ ღირსეულად წარმოვადგინო ჩემი სკოლა ჩემპიონატზე. გორის მერიამაც დამინიშნა ამ გამარჯვების გამო სტიპენდია. ჯილდო, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად გადმომცეს და ვფიქრობ, ძალიან კარგია ასეთი ყურადღება მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიმართ, ეს ნიშნავს, რომ ფასდება შრომა. „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია სკოლებისთვის, მოსწავლეებისთვის და ამ პროექტში გამარჯვება სასახელოა ნებისმიერი ადამიანისთვის“.

ზემო ნიქოზის  საჯარო სკოლის დირექტორის ლია შატაკიშვილი გორის მუნიციპალიტეტის მერიას და პროექტ „ეტალონს“ მადლობას უხდის და ხაზს უსვამს, რომ მოსწავლეებისთვის აღნიშნულ პროექტს უდიდესი მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს:

„მადლობას ვუხდი გორის მუნიციპალიტეტის მერიას, რომ სათანადოდ აფასებს მოსწავლეებისა და მასწავლებლების შრომას და წარმატებებს. რაც შეეხება „ეტალონს“  -  ეს არის არაჩვეულებრივი პროექტია, რომელიც ყველასთვის სტიმულის მომცემია. ბავშვები ამ პროექტს დიდი ინტერესით ელოდებიან. გამარჯვებული, ანა თევზაძე არაჩვეულებრივი მოსწავლე და ძალიან კარგი გოგონაა. ნიჭიერი და მოაზროვნე. ჩვენი სკოლისთვის ეს წარმატება საამაყოა. დარწმუნებული ვარ  სხვა მოსწავლეებიც ეცდებიან, რომ მეტი ცოდნა დააგროვონ და ისინიც გამარჯვებულები გახდნენ. ამ კონკურსში წარმატება მოსწავლეებს, პირველ ყოვლისა, თავდაჯერებულობას მატებს, ასევე იმის მოტივაციასა და სურვილს, რომ ცხოვრების განმავლობაში კიდევ უფრო წარმატებული იყოს“.

„გორის ეტალონი მოსწავლის“ დამრიგებელი, გერმანული ენის პედაგოგი ნანა ხაჭაპურიძე თავისი მოსწავლის წარმატებაზე ემოციების გარეშე ვერ საუბრობს. მისი თქმით საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დიდი პოპულარობით და სიყვარულით სარგებლობს მოსწავლეებსა და მასწავლებლებში:

„ძალიან გახარებულები ვართ. მინდა მადლობა გადავუხადო გორის მუნიციპალიტეტის მერიას ამ დიდი დაფასებისა და ნდობისთვის და ასევე, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, შესაძლებლობის მოცემისთვის. ანა თევზაძე არის ერთ-ერთი გამორჩეული, შრომისმოყვარე, ძალიან კარგად აღზრდილი და ნიჭიერი გოგონა. აქვს ძალიან კარგი გეგმები და კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევს.

ამ ბავშვების გარეშე არ შემიძლია, სულ ერთად ვართ და გვერდით ვუდგავარ ყველა წამოწყებაში. „ეტალონი“ ჩემთვის არის უსაყვარლესი პროექტი მისი დაწყებიდან დღემდე. ორი წლის წინ ასევე ჩვენი სკოლის მოსწავლე გახდა „გორის ეტალონი  მოსწავლე“ - დავით მჭედლიძე. მოუთმენლად ველოდებით ყოველ ახალ ჩემპიონატს „ეტალონისგან“. წელს ცოტა პანდემიამ შეგვიშალა ხელი იმ მხრივ, რომ დისტანციურად ჩატარდა, თუმცა ეს პროცესიც სრულიად გამართული იყო და გამარჯვებაც მოვიპოვეთ, რამაც უდიდესი სიხარული მოგვანიჭა“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს 

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა - რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და მშობლებმა

სიახლეები
საზოგადოება