სიახლეები
სკოლები

ქუთაისის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ ქართული ენისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო
09-11-2021
-
+


ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალში ქართული ენისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო. 

კვირეულის დაწყებისა და დასრულების თარიღები ილია ჭავჭავაძისა და გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეებს ეძღვნება. 

კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი. მათ შორისაა, მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა და „წიგნების თაროს“ წამყვანის ალექსანდრე ლორთქიფანიძის სტუმრობა.

„სკოლა პროგრესში ქართული ენისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო.
ღონისძიება გაიხსნა საინფორმაციო გამოშვებით „პროგრესის“ ახალი ამბები“, რომლის მიზანი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტის წარმომადგენლების განსხვავებული კუთხით წარმოჩენა.
ღონისძიებას სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის ადმინისტრაციის თანამშრომლები და პედაგოგები-ცოცხლად, ხოლო თბილისის სკოლის წარმომადგენლები ონლაინ ესწრებოდნენ.
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებია:
სტუმარი - „წიგნების თაროს“ წამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე. 
როგორც მოსწავლეთა, ასევე ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა კონფერენციები. 
ინტელექტუალური კლუბის „რა? სად? როდის?“ საჩვენებელი შეხვედრა 
მოსწავლეთა მიერ ილია ჭავჭავაძისა და გალაკტიონის ნაწარმოებებზე შექმნილი ნამუშავრების (ილუსტრაციების) გამოფენა. 
ღონისძიება დაიხურება კვირეულისადმი მიძღვნილი ჟურნალის დამზადება-პრეზენტაციით. კვირეული 8-დან 17 ნოემბრამდე გაგრძელდება.
კვირეულის გახსნისა და დასრულების თარიღები სიმბოლურია და ეძღვნება ილიასა და გალაკტიონის დაბადების თარიღებს“,- წერის სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

როგორ განისაზღვრება მითითებული საგანმანათლებლო პროგრამებიდან რომელზე უნდა მოიპოვოს სწავლის გაგრძელების უფლება აბიტურიენტმა?

ახალი სასწავლო წლის საათობრივი ბადე მე-12 კლასისა და საშუალო საფეხურისთვის

როდის უნდა დაბრუნდნენ სკოლაში პედაგოგები და სხვა თანამშრომლები - სამინისტრო განმარტავს

რა შემთხვევაში მიიღებენ ოჯახები 350-500 და 800-ლარიან დახმარებას - ბიუჯეტი

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება