„გაკვეთილის მსვლელობამ დაგვარწმუნა, რომ ნიჭიერებასა და ფანტაზიას საზღვარი არ აქვს“- დისველის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება შეასრულეს
09-11-2021
დაკოპირებულია
-
+
ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა ხელოვნებაში კომპლექსური დავალების ფარგლებში შესრულებული ნაშრომი წარადგინეს.
აღნიშნულ ინფორმაციას სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი ავრცელებს.
ის წერს, რომ მოსწავლეებმის ნაამბობმა ყველა მონუსხა, ამაში კი უდიდესი წვლილი მათ მასწავლებელს ედნარ აბულაძეს მიუძღვის.
კომპლექსური დაბალების შესრულებაში მეშვიდე კლასის 4 მოსწავლე - ლიზი ღორჯომელაძე, მაგდა შაინიძე, თამთა კახაძე და თამთა შავაძე, მონაწილეობდა.
„ხელოვნება - სიყვარულის, ემოციების, ფანტაზიის ენაა, რომელიც სულ თან გსდევს, შენი სულის განუყრელი ნაწილი ხდება. თითოეული მიმდევრობა საოცარ სიუჯეტს ქმნის, სითბოს და სიყვარულს ასხივებს, მახასიათებლები კი გამოხატავს იმ ურთიერთგაგებას და თავდადებას, რომელიც ამ უკანასკნელში სიცოცხლის ნიშანწყალივით არის ჩასმული. ასლან შაინიძის სახელობის სოფელ დისველის საჯარო სკოლა წარმოგიდგენთ ამავე სკოლის ხელოვნების კომპლექსურ დავალებას... პრეზენტატორები გახლავთ მეშვიდე კლასის მარგალიტები, საოცრად ნიჭიერი და შემოქმედი მოსწავლეები: ლიზი ღორჯომელაძე, მაგდა შაინიძე, თამთა კახაძე და თამთა შავაძე. მათი შეოქმედებითი უნარის ფუძის ჩამყრელი კი, დისველის საჯარო სკოლის, ერთ-ერთი უანგარო, შრომისმოყვარე, კოლეგიალური და პროფესიონალი პედაგოგი ბატონი ედნარ აბულაძე გახლავთ. მიმდინარე გაკვეთილის მსვლელობამ დაგვარწმუნა, რომ ნიჭიერებასა და ფანტაზიას საზღვარი არ აქვს, მოსწავლე ყველაზე ღვთიური ენით გვიამბობს თავის გულისტკივილს, განცდას და სიყვარულს... ეს არის საზოგადოებრივი კომუნიკაციის ყველაზე ჰუმანური გზა, გზა სიმშვიდისკენ, რომელიც მხოლოდ შენს გულისცემაზე გადის! დიდი მადლობა გოგონებს ასეთი ლამაზი შესრულებისთვის“,- წერს სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი.