მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პანდემიის გამო სკოლის შენობაში მშობელთა შესვლა შეიზღუდა, ასევე აიკრძალა სკოლის ეზოში თავშეყრა, რასაც ხშირად მშობლები აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მათ უფლება აქვთ, იყვნენ სკოლის ტერიტორიაზე მაშინ, როდესაც შვილებს ელოდებიან.
მშობლებს სკოლის შენობაში შესვლა ან ეზოში შეკრება რამდენიმე მიზეზით სურთ. ძირითადად, ეს მიზეზები მასწავლებელთან შეხვედრა, შვილის გაკვეთილზე შეყვანა ან გაკვეთილების დასრულების შემდეგ წაყვანა. „ცოტა ხნით შემიშვით, მასწავლებელთან მაქვს საქმე“, „ბავშვი კლასს ვერ მიაგნებს, თუ არ შევყვები“, „გაკვეთილები მთავრდება და შვილმა რომ დამინახოს, შიგნით დაველოდები“, - ხშირად მოისმენთ ასეთ ფრაზებს სკოლის შენობის შესასვლელთან.
სკოლის ტერიტორიაზე დაწესებულ აკრძალვებთან დაკავშირებით ხშირად შეხვდებით უკმაყოფილებას სოციალური ქსელების თემატურ ჯგუფებშიც. მშობელთა ნაწილი ირწმუნება, რომ მათ სკოლის ტერიტორიაზე ყოფნის უფლებას კანონი ანიჭებთ.
აქვს თუ არა სკოლას უფლება, მშობელს სკოლის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალოს? - ჩვენ ეს საკითხი კანონის მიხედვით გადავამოწმეთ.
მართალია, შეკრების თავისუფლებით განსაზღვრულ პუნქტში აღნიშნულია, რომ მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს აქვთ წინასწარი შეტყობინების საფუძველზე სკოლის ტერიტორიაზე კანონით დადგენილი წესით შეკრების თავისუფლება. თუმცა ზოგადი განათლების შესახებ კანონში ასევე განმარტებულია, რომ:
„სკოლას უფლება აქვს სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე არადისკრიმინაციულ საფუძველზე შეზღუდოს გარეშე პირთა უფლებები და თავისუფლებები.
სკოლამ შეიძლება დაადგინოს სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის, აგრეთვე მათი გაერთიანებების უფლებებისა და თავისუფლებების არადისკრიმინაციული და ნეიტრალური შეზღუდვის წესები ამ კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად, აგრეთვე თუ არსებობს საფუძვლიანი და გარდაუვალი საფრთხე:
ა) ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საკუთრების უსაფრთხოებისა;
ბ) ნარკოტიკების, ალკოჰოლის ან თამბაქოს მოხმარების ან უკანონო ქმედების წახალისებისა;
გ) უხამსობის ან ცილისწამების გავრცელების, ეთნიკური ან რელიგიური შუღლის გაღვივების, დანაშაულისაკენ ან ძალადობისაკენ წაქეზებისა;
დ) სასწავლო პროცესის მსვლელობის, სკოლის საქმიანობის ან სკოლის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებისათვის ხელის შეშლისა“.
აქედან გამომდინარე, პანდემიის გამო მიღებული შეზღუდვები სრულიად კანონიერია, რადგან საქმე ადამიანების ჯანმრთელობას ეხება.
შეგახსენებთ, რომ რეგულაციების მიხედვით, არ შეიძლება სკოლის შენობაში მშობელთა შესვლა/შეკრება, კრების ჩატარება, ასევე იკრძალება სკოლის ეზოში თავშეყრა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.