სიახლეები
ეტალონი

„ბოლნისის ეტალონ მოსწავლეს“ მერია სტიპენდიას დაუნიშნავს
08-02-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.

ამჯერად „ბოლნისის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას ბოლნისის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი კობა ჟღენტი, რესურსცენტრის უფროსი ია სვანიძე, სკოლების წარმომადგენლები - დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. 

„ბოლნისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მე-10 მოსწავლე რევი კულდონაშვილი დაეუფლა. 

რევი კულდონაშვილი გამარჯვებისგან გამოწვეულ ემოციებს ვერ მალავს და მადლობას უხდის პროექტს მიღებული გამოცდილებისა და ემოციისთვის: 


„მეცხრე ცაზე ვარ. მართლა დავფრინავ სიხარულისგან. მადლობა „ეტალონს“ ამ დაუვიწყარი დღისთვის, შთაბეჭდილებების, გამოცდილებისა და წარმატებით გამოწვეული ემოციისთვის". 
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ვალენტინა ნავერიანის თქმით, „ბოლნისის ეტალონი მოსწავლე“ მერიისგან ერთი წლის განმავლობაში 100 ლარიან სტიპენდიას მიიღებს:

„ეტალონს“ ჩვენ ყველანაირად მხარს ვუჭერთ, რადგან ეს პროექტი ახალგაზრდებში ინტელექტუალური პოტენციალის გაზრდას ემსახურება. ეს კი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. რესურსცენტრისა და კოლტურის სამსახურთან ერთად კოორდინაციაში ინტელექტ-ჩემპიონატს ორგანიზება გავუწიეთ. ყველაფერი დეტალურად დავგეგმეთ. შეჯიბრში მონაწილე მოსწავლეებს შევუწყვეთ ხელი, რომ დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში მისულიყვნენ. „ბოლნისის ეტალონი მოსწავლე“ კი 100 ლარიან სტიპენდიას 1 წლის განმავლობაში მიიღებს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენი მუნიციპალიტეტის მერის დამსახურებაა. მან 100%-იანი მხარდაჭერა გამოუცხადა ინტელექტ-ჩემპიონატს.“


მერიის განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი კობა ჟღენტი მადლობას უხდის „ეტალონს“ ემოციებით, წარმატებითა და სიხარულით სავსე პროექტისთვის: 

„ვერ გადმოგცემთ ისეთი ბედნიერი ვარ, ემოციებით ვარ დატვირთული, თითქოს, მეც მონაწილე ვიყავი და ყველაფერს მათსავით განვიცდიდი. მახარებს ჩვენი ბავშვების წარმატება ამ მართლაც ეროვნულ, გაზვიადების გარეშე ეროვნულ პროექტში. მახსოვს „ეტალონი“ როგორ იდგამდა ფეხს, ძალიან მობილური, პროფესიონალებით დაკომპლექტებული და ეროვნულ-საგანმანათლებლო იდეით სავსე შემოქმედებითი ჯგუფი აღწევს ყველა მოსწავლემდე, მასწავლებლამდე და ოჯახამდე და საქვეყნო საქმეს ემსახურება. ვულოცავ სრულიად საქართველოს, რომ „ეტალონი“ მის წიაღში აღმოცენდა და აგრძელებს წარმატებით სვლას". 

ბოლნისის რესურსცენტრის უფროსი ია სვანიძე მადლობას უხდის „ეტალონს“ ბავშვებში განათლების წახალისებისა და სახელმწიფოებრივი საქმის მსახურებისთვის: 

„ეტალონი“ ეროვნული პროექტია, რომელიც ბავშვებში სწავლის მოტივაციას ამაღლებს, მათ ახალ გამოცდილებას სძენს და ერთმანეთის წარმატებით გახარებას ასწავლის. წარმატებებს ვუსურვებ პროექტსა და ჩვენს გამარჯვებულს". 

გამარჯვებულის სკოლის ხელმძღვანელი ნინო დევნოზაშვილი მადლობას უხდის „ეტალონს“ განათლების წახალისებისთვის და რევის მოპოვებული წარმატებისთვის: 

„ემოციებს ვერ ვმალავ, მადლობა „ეტალონს“ ამ სიხარულისთვის, ცოდნის დაფასება-წახალისებისთვის, მადლობა ჩემს რევის. ძალიან ნიჭიერი და ჭკვიანი მოსწავლეა. მჯერა, კიდევ ბევრჯერ ასახელებს სკოლას თავისი წარმატებით". 

„ბოლნისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი რევი კულდონაშვილი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 

ფოტოების სრულად სანახავად, იხილეთ ბმული


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საინტერესო ფაქტები დედის დღეზე 


2025 წლის ბიუჯეტში გაწერილია სტუდენტების დახმარების პროგრამა

რომელი უნარების განვითარებას უწყობს ხელს აღნიშნული მეთოდი

 მოსწავლის ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესში ცვლილება შევიდა - ბრძანება 

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

„დედების პატივსაცემად სამ ენაზე სიმღერა, ნამდვილად დასამახსოვრებელი და მრავალფეროვანი გამოცდილებაა“

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში ქართულ ენაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: „ჩემი მხარე“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება